Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აკრძალულ ექსპერიმენტებს ატარებდა”

“უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აკრძალულ ექსპერიმენტებს ატარებდა”

60

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრ ვლადიმერ როგოვის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, მას შემდეგ, რაც მის ხელში აღმოჩნდა, აკრძალულ ექსპერიმენტებს ატარებდა.

“აკრძალული ექსპერიმენტები პოროშენკოსა და ზელენსკის რეჟიმების მიერ იყო სანქცირებული. იქ შეიტანეს დიდი რაოდენობით ბირთვული მასალები, რომლებიც საჭირო არ იყო ელექტროსადგურის რეაქტორებისთვის”, _ განუცხადა როგოვმა “რია ნოვოსტის”.

მისი თქმით, რეგლამენტის მიხედვით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღმოჩენილი ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედება უნდა გამოავლინონ და აღრიცხონ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებმა.

“როგორც კი ცნობილი შეიქნა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციას ზაპოროჟიეში ჩასვლა სურს, ზელენსკიმ ენერგოდარის დაბომბვის ბრძანება გასცა მათი ვიზიტის შესაფერხებლად, რათა არ გამჟღავნებულიყო ზაპოროჟიეს აეს-ში მისი უკანონო მანიპულაციები ატომურ მასალებთან”, _ აღნიშნა როგოვმა.

სამხედრო სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეს ოლქის აზოვისპირა ნაწილზე. რეგიონებში ჩამოყალიბდა ადმინისტრაციები, მიმოქცევაშია რუბლი, მაუწყებლობა დაიწყეს რუსულმა ტელეარხებმა. ამ რეგიონებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთთან მიერთებს სურთ.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://news.mail.ru/incident/52165170/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here