Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთში “ამერიკული ახლო აღმოსავლეთის” დაშლის შესახებ განაცხადეს

თურქეთში “ამერიკული ახლო აღმოსავლეთის” დაშლის შესახებ განაცხადეს

159

თურქული გამოცემა Cumhuriyet წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავს ახლო აღმოსავლეთისუფროსადმიიჩნევს, რეგიონში გავლენას კარგავს

ჯო ბაიდენმა 16 ივლისს დაასრულა ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც პრეზიდენტის რანგში პირველი იყო. ვიზიტს ლაიტმოტივად გასდევდა ამერიკელი ლიდერის სიტყვები, რომ აშშ-ს განზრახული აქვს აქტიურობის შენარჩუნება ახლო აღმოსავლეთში, რათა იქ არ შეიქმნას ვაკუუმი, რომელსაც შეავსებენ ჩინეთი და რუსეთი.

ბაიდენის განცხადება გაისმა ირანის წინააღმდეგ არაბეთ-ისრაელის კავშირის შექმნისა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის გავლენის შესუსტების ფონზე, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვების შესრულებას წინ უდგას დიდი პრობლემა: რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთან წარმატებით ვითარდება და ღრმავდება.

თურქული გამოცემა აღნიშნავს ბაიდენის განცხადების “იმპერიალისტურ” ხასიათს, რომელსაც ჩინეთისგან მოჰყვა პასუხი “სუვერენიტეტის პატივისცემის” შესახებ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა აღნიშნა: ახლო აღმოსავლეთში არ არისვაკუუმი”, ახლო აღმოსავლეთის მფლობელები არიან ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები”.

Cumhurriyet-ი წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში არა ვაკუუმი, არამედ ამერიკული იმპერიალიზმის სიჭარბეა, მაგრამ ასე მუდმივად არ იქნება. აშშ-ის ჰეგემონიის შემცირება გამოიწვევს “ამერიკული ახლო აღმოსავლეთის” დაშლას, ხოლო “ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო” ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის “მრავალმხრივი” საგარეო პოლიტიკის განვითარებას.

უფრო ადრე ამერიკული გამოცემა American Thinker-ი წერდა, რომ ბაიდენის ვიზიტი საუდის არაბეთში უშედეგო აღმოჩნდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here