Home ახალი ამბები მსოფლიო The Times: ბრიტანული პოლიცია ეკონომიკური კრიზისის გამო მასობრივი პროტესტისთვის ემზადება

The Times: ბრიტანული პოლიცია ეკონომიკური კრიზისის გამო მასობრივი პროტესტისთვის ემზადება

157

ეკონომიკური კრიზისის გამო ბრიტანული პოლიცია დანაშაულის მატებასა და საპროტესტო აქციების გახშირებას ელოდება, _ წერს The Times იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც შედგენილია ეროვნული პოლიციის უფროსთა საბჭოს მიერ, _ იუწყება svtv.org.

დოკუმენტის თანახმად, პოლიციელები შეშფოთებული არიან იმით, რომ “ეკონომიკურმა არეულობამ” და “ფინანსურმა არასტაბილურობამ” შეიძლება გამოიწვიოს დანაშაულის შემთხვევათა მატება. მაგალითად, პოლიცია ელოდება, რომ მაღაზიებში გახშირდება ქურდობა, ძარცვა, ავტომობილების გატაცება, მოიმატებს ონლაინთაღლითობისა და შანტაჟის შემთხვევები, ბორომტოქმედები მეტ ბავშვს ჩართავენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ქალებს _ პროსტიტუციაში.

“პოლიციელები ამუშავებენ ზომებს დანაშაულის მოსალოდნელ ტალღასთან საბრძოლველად”, _ წერს The Times-ი. პოლიციის თანამშრომლის თქმით, ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე შეამჩნიეს სამართალდარღვევის მატება და მკაცრი ზომების გასატარებლად ემზადებიან. “ყველაზე დიდი რისკის შემცველია არეულობები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ეკონომიკური კრიზისის გამო”, _ ნათქვამია დოკუმენტში. პოლიციელები ისეთ არეულობებს ელოდებიან, როგორიც იყო ლონდონში 2011 წელს. ამასთანავე, ასევე არსებობს იმის რისკიც, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში პოლიციელები ჩაეფლობიან კორუფციაში, ზოგიერთი კი დატოვებს პოლიციას და დაიწყებს უფრო მაღალანაზღაურებიანი სამსახურის ძებნას.

დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურ კრიზისს შეეჯახა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შემდეგ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს დიდი ბრიტანეთის ყველაზე ღარიბი მეურნეობების 10% ბუნებრივი აირის გაძვირების გამო შემოსავლების 17,8%-ს ენერგიაზე დახარჯავს. Deutshe Bank-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 2022 წელს სამომხმარებლო ფასების ინფლაცია ბუნებრივ აირსა და ენერგომატარებლებზე 80%-ს მიაღწევს, ეს 2-ჯერ მეტია ევროზონის მონაცემებთან შედარებით.

ამასთანავე, წარმოების 60% შეიძლება გაჩერდეს ელექტროენერგიის გაძვირების გამო.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svtv.org/news/2022-09-04/britanskaia-politsiia/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here