ანალიტიკოსმა ნიკოლას მაიერმა ჩამოთვალა ყველაზე მძლავრი და თანამედროვე შეიარაღების სახეობები, რომლებითაც აღჭურვილია რუსეთის არმია. მას მიაჩნია, რომ აშშ–ისა და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის პოტენციურად ყველაზე უფრო საშიშია დიდი და საშუალო სიშორის საზენიტო რაკეტების სისტემა “ტრიუმფი” (C-400), ასევე ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი “ისკანდერ-7” და სანაპირო სარაკეტო კომპლექსი “ბალი”.
მეიერმა მათთან ერთად დაასახელა ფრთიანი რაკეტები “კალიბრი” და რადიოელექტრონული დაზვერვის უახლესი სისტემები, აგრეთვე, კომპლექსი “სტრელეცი” და უპილოტო საფრენი აპარატები.
ამ იარაღის გამოცდა (“კალიბრის” გამოკლებით) გაიმართა 14-20 სექტემბერს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლებისას, სახელწოდებით “დასავლეთი-2017”. 14 სექტემბერს წყალქვეშა ნავებმა: “ველიკი ნოვგოროდმა” და “კოლპინომ”, ხმელთაშუა ზღვიდან ფრთიანი რაკეტებით დაბომბეს სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები.