Home ახალი ამბები მსოფლიო The National Interest: ყველაზე მძლავრი რუსული იარაღი

The National Interest: ყველაზე მძლავრი რუსული იარაღი

1564
შეიარაღება

ანალიტიკოსმა ნიკოლას მაიერმა ჩამოთვალა ყველაზე მძლავრი და თანამედროვე შეიარაღების სახეობები, რომლებითაც აღჭურვილია რუსეთის არმია. მას მიაჩნია, რომ აშშისა და მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის პოტენციურად ყველაზე უფრო საშიშია დიდი და საშუალო სიშორის საზენიტო რაკეტების სისტემატრიუმფი” (C-400), ასევე ოპერატიულტაქტიკური სარაკეტო კომპლექსიისკანდერ-7” და სანაპირო სარაკეტო კომპლექსიბალი”.

მეიერმა მათთან ერთად დაასახელა ფრთიანი რაკეტები “კალიბრი” და რადიოელექტრონული დაზვერვის უახლესი სისტემები, აგრეთვე, კომპლექსი “სტრელეცი” და უპილოტო საფრენი აპარატები.

ამ იარაღის გამოცდა (“კალიბრის” გამოკლებით) გაიმართა 14-20 სექტემბერს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლებისას, სახელწოდებით “დასავლეთი-2017”. 14 სექტემბერს წყალქვეშა ნავებმა: “ველიკი ნოვგოროდმა” და “კოლპინომ”, ხმელთაშუა ზღვიდან ფრთიანი რაკეტებით დაბომბეს სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here