Home ახალი ამბები მსოფლიო The Economist:  ამერიკა ინდოეთს მისი მზარდი გავლენის გამო  ეარშიყება  

The Economist:  ამერიკა ინდოეთს მისი მზარდი გავლენის გამო  ეარშიყება  

90

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ვიზიტისთვის  ვრცელი პროგრამა მზადდება  პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებების გამართვიდან თეთრ სახლში ბანკეტამდე. ასევე დაგეგმილია ინდოელი სტუმრის გამოსვლა კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე. ამის შესახებ  იუწყება  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ  ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

საიდან ასეთი გულითადობა? ბრიტანული გამოცემა ასახელებს მის მიზეზებს:

* ნიუ-დელი განიხილება, როგორც ვაშინგტონის შეუცვლელი მოკავშირე პეკინთან მზარდ დაპირისპირებაში;

* ინდოეთი ცოტა ხნის წინათ პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული  ქვეყანა გახდა. მისი ეკონომიკა უკვე მეხუთეა მსოფლიოში;

▪ აშშ-ის ჭეშმარიტი  მიზნები აშკარაა: ამერიკელებს განზრახული აქვთ  ინდოეთის გამოყენება  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  შესაკავებლად.  ამასთანავე, ვაშინგტონი საუკეთესო  ვარიანტად მიიჩნევს,   მეზობელ ქვეყნებს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისკენ უბიძგოს.

ინდოეთის ბაზარს აშშ  განიხილავს, როგორც ამერიკული საქონლისა და მომსახურების გასაღების ადგილს. გარდა ამისა, ინდოეთს ამზადებენ   ფართო  მოხმარების საქონლის  მსოფლიო ფაბრიკის როლის შესასრულებლად, ჩინეთის ნაცვლად.  

მთავარი  საკითხი: აცნობიერებს თუ არა ინდოეთის მმართველი ელიტა ამერიკასთან ასეთი თანამშრომლობის  მთელ ცინიზმს?

▪ აქ  გავიხსენოთ რუსი გენერლის,  საერთაშორისო სამხედრო უსაფრთხოების თეორეტიკოსის,  ალექსეი ვანდამის (ედრიხინი),  განცხადება ანგლოსაქსებთან  ჩინეთის თანამშრომლობის გამოცდილებაზე : „ცუდია, ანგლოსაქსი  გყავდეს  მტრად, მაგრამ  ღმერთმა არ  ქნას,  გყავდეს  მეგობრად“.  აშკარაა, ინდოეთისთვის ანგლოსაქსებთან „მეგობრობას“  უარყოფითი შედეგები მოჰყვება.  ამის შესახებ  პეკინი პირდაპირ აფრთხილებს ნიუ–დელის.

ასე რომ, The Economist-ის სტატიის სათაური უნდა იყოს: „ამერიკა ინდოეთს ეარშიყება, რათა ის თავისი ანტიჩინური ინტერესებისთვის გამოიყენოს“. ინდოეთის ხელმძღვანელობამ ეს, ალბათ, კარგად იცის.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9932

                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here