Home ახალი ამბები მსოფლიო ბელორუსის КГБ: ტერაქტების ორგანიზატორებს პოლონეთში, ლიეტუვაში და უკრაინაში ამზადებენ

ბელორუსის КГБ: ტერაქტების ორგანიზატორებს პოლონეთში, ლიეტუვაში და უკრაინაში ამზადებენ

100
ბელორუსის КГБ: ტერაქტების ორგანიზატორებს პოლონეთში, ლიეტუვაში და უკრაინაში ამზადებენ

უცხოური სპეცსამსახურები ბელარუსში ტერაქტების განსახორციელებლად ორგანიზატორებს უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვას ტერიტორიაზე ამზადებენ, – განაცხადა ბელორუსის КГБ-ს თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენანტმა ივან ტერტელმა ტელეკომპანია Belarus 1-ის ეთერში.

„არის სხვა სცენარებიც, მათ შორის, ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების სერიის მომზადების, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ერთად ვქმნით ჯარების გაერთიანებულ ჯგუფს. ტერორისტული აქტების ჩადენა რკინიგზაზე, ტერორისტული აქტების ჩადენა ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების სამხედრო ფორმირებების მოძრაობის გზაზე. ზოგიერთ სოციალურ ქსელში უკვე არის მოწოდებები. ჩვენ ვიცით ვინ დგას ამის უკან. ჩვენ ვიცით, რომ უცხოური სპეცსამსახურები ცდილობენ ამისგან დისტანცირებას, რეალურად კი ეხმარებიან ორგანიზატორებს პოლონეთის, ლიეტუვას, უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ტერტელმა.

მისი თქმით, იქმნება ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებსაც უშუალოდ ეს სახელმწიფოები უჭერენ მხარს, ამიტომ „CIA და სხვა უფრო მძლავრი სპეცსამსახურები, რომლებიც სატელიტური ქვეყნების სპეცსამსახურების უკან დგანან, ფლობენ და მართავენ ამ სიტუაციას, აფინანსებენ მათ“.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული რეგიონალური ჯგუფის განთავსებაზე.

ის ასევე ამტკიცებდა, რომ წინა დღეს, არაოფიციალური არხებით, „გააფრთხილეს ბელარუსზე უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here