Home ახალი ამბები მსოფლიო სტალინი უცხოელთა მიმართ მლიქვნელობის შესახებ

სტალინი უცხოელთა მიმართ მლიქვნელობის შესახებ

413

1945 წლის 9 ნოემბერს, როცა სტალინი სოჭში ისვენებდა, გაზეთმაპრავდამგამოაქვეყნატასს”-ის ცნობა ლონდონიდანთემთა პალატაში ჩერჩილის გამოსვლის შესახებ”. მასში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ სტალინზე საუბრისას ჩერჩილმა განაცხადა: “მე, პირადად, სხვას არაფერს განვიცდი, დიდი აღფრთოვანების გარდა, ამ მართლაც დიადი ადამიანის მიმართ, თავისი ქვეყნის მამის მიმართ, რომელიც ქვეყნის ბედს განაგებდა მშვიდობიანობის პირობებში და არის ძლევამოსილი დამცველი ომის პერიოდში”. ჩერჩილმა, აგრეთვე, ილაპარაკაკეთილშობილ რუს ხალხზედა თქვა: “ყველა აზრი, რომ ინგლისი წინასწარგანზრახვით ატარებს ანტირუსულ პოლიტიკას ან ქმნის რთულ კომბინაციებს რუსეთის დასაზიანებლად, სრულიად ეწინააღმდეგება ინგლისურ იდეებსა და სინდისს”.

მეორე  დღეს, 1945 წლის 10 ნოემბერს, სტალინმა სოჭიდან შიფროგრამა გაუგზავნა მოლოტოვს, მალენკოვს, ბერიასა და მიქოიანს:

“შეცდომად მიმაჩნია ჩერჩილის სიტყვის  გამოქვეყნება რუსეთისა და სტალინის ქების შესახებ. შექება სჭირდება ჩერჩილს თავისი ბინძური სინდისის დასამშვიდებლად და სსრკ-ისადმი მტრული დამოკიდებულების შესანიღბავად, კერძოდ, იმის დასაფარავად, რომ ჩერჩილი და მისი მოსწავლეები კონსერვატიული პარტიიდან  ინგლისურ-ამერიკულ-ფრანგული ბლოკის ორგანიზატორები არიან საბჭოეთის წინააღმდეგ.

ასეთი სიტყვის გამოქვეყნებით ამ ბატონებს ვეხმარებით. ჩვენ გვყავს საკმაოდ ბევრი პასუხისმგებელი მუშაკი, რომლებიც ხბოს აღტაცებას ვერ მალავენ ჩერჩილების, ტრუმენების, ბირნსების მხრიდან შექებაზე და პირიქით, სევდა ეუფლებათ ამ ადამიანების მხრიდან უარყოფით შეფასებაზე. მიმაჩნია, რომ ასეთი განწყობა სახიფათოა, რადგან ის ჩვენში ავითარებს მაამებლობას, მლიქვნელობას უცხოელი ფიგურების მიმართ. უცხოელთა მლიქვნელობას სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ. თუ ჩვენ მომავალშიც  გამოვაქვეყნებთ მსგავს სიტყვას, დავნერგავთ მაამებლობასა და მლიქვნელობას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საბჭოეთის ლიდერებს არ სჭირდებათ უცხოელი ლიდერების შექება. რაც შემეხება მე, ასეთი შექება ჩემთვის საჩოთიროა”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here