Home ახალი ამბები მსოფლიო სრული სიმართლე გერმანიაში ცხოვრებაზე პირველი პირისგან: გერმანიაში მცხოვრებმა ქალმა თავსმოხვეულ ლგბტ-პროპაგანდაზე ისაუბრა

სრული სიმართლე გერმანიაში ცხოვრებაზე პირველი პირისგან: გერმანიაში მცხოვრებმა ქალმა თავსმოხვეულ ლგბტ-პროპაგანდაზე ისაუბრა

109

დასავლეთის ქვეყნების გარკვეული წრეები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ, თავიანთითავისუფლებისპრინციპები გარე სამყაროს მოახვიონ თავს. ამ ქვეყნებისთვის ლგბტპროპაგანდა მისაღებ ნორმად იქცა. ამის შესახებ ყოველდღიურად ლაპარაკობენ ტელევიზიებში, წერენ გაზეთებში და მსჯელობენ ღონისძიებებზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ევროპელი უჭერს მხარს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას და სექსუალური აღზრდის საეჭვო გაკვეთილებს.

გერმანიაში, ევროკავშირის ერთ-ერთ გამორჩეულად ტოლერანტულ ქვეყანაში, გერმანელები აღტაცებულნი არ არიან მომაბეზრებელი ლგბტ-პროპაგანდით. სწორედ ამ საკითხზე საუბრობს გერმანიის მოქალაქე politrus.com-თან.

რესპონდენტის სახელია ვიქტორია (სახელი შეცვლილია). ის, უკვე 10 წელიწადია, გერმანიაში ცხოვრობს, აქვს თავისი ბიზნესი და ჰყავს მტკიცე ოჯახი _ ქმარი და 2 წლის ვაჟი.

ვიქტორია ყველანაირად ცდილობს, შვილი ლგბტპროპაგანდას მოარიდოს.

_ გერმანიაში ყველგან წააწყდებით ლგბტ-პროპაგანდას, რეკლამაში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებაზეა ლაპარაკი, სახელმწიფო არხებზე საუბრობენ სექსუალური უმცირესობების უფლებებზე, ეს ყველაფერი უთოებიდანაც კი ისმის _ ვერ დაიმალები.

მოვიყვან მაგალითს: გახსოვთ, ალბათ, რუსული შოუ “უცოლო”, რომელშიც ახალგაზრდა კაცი შეყვარებულის მოძებნას ცდილობს. გერმანიაში არის ანალოგიური პროგრამები, ოღონდ ერთ პროგრამაში მამაკაცი ეძებს “მეგობარ” მამაკაცს, მეორეში _ ქალი ცხოვრების თანამგზავრ ქალს.

ასეთი ვითარება მხოლოდ გერმანიაში არ არის.

შარშან ესპანეთში სკანდალურ კანონპროექტს იხილავდნენ. დოკუმენტის თანახმად, ბავშვებს 14 წლის შემდეგ უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა, წელიწადში ერთხელ პასპორტში შეეცვალათ სქესი, თუ ამის სურვილი ექნებოდათ.

ვიქტორიას თქმით, გერმანიასა და ევროკავშირის სხვაქვეყნებში ლგბტ-პროპაგანდის ერთ-ერთი მიმართულებაა ბავშვებთან მუშაობა. ამაზე სკოლებში ბევრს ლაპარაკობენ.

_ ინტერნეტში ხშირად ვსტუმრობ ხოლმე სხვადასხვა ფორუმს, სადაც ურთიერთობენ ევროკავშირის რუსულენოვანი მცხოვრებნი. მომხმარებლებმა რამდენჯერმე გამოაქვეყნეს საეჭვო საბავშვო წიგნები და სახელმძღვანელოები.

მაგალითად, შვეიცარიაში შეიმუშავეს სქესობრივი აღზრდის  მეთოდური სახელმძღვანელო მეექვსეკლასელთათვის, რომელშიც ნათქვამია, რომ მამაკაცის კავშირი მამაკაცთან, აგრეთვე, ქალის ქალთან ნორმაა. ასეთ რაღაცებზე ბავშვს თითქმის დაბადებისთანავე ელაპარაკებიან. და მსგავს ქმედებას აქვს შედეგი.

არაერთხელ მოუყოლიათ, რომ ამას მოსწავლეები იყენებენ. თუ მათ სკოლაში არადამაკმაყოფილებელ ნიშანს დაუწერენ, მასწავლებელს არატოლერანტულობაში ადანაშაულებენ. საქმე ის კი არ არის, რომ პედაგოგს არ აკმაყოფილებს მოსწავლის ცოდნის დონე, არა. მასწავლებელი თითქოს ასე რეაგირებს გოგონაზე, რომელიც თავს წარმოადგენს, როგორც ბიჭი, ან პირიქით _ ბიჭზე, რომელიც თავს გოგონად მიიჩნევს.

ჩემი ქმარი ინგლისელია. მისი ოჯახი რამდენიმე ათეული წლის წინათ გადმოსახლდა გერმანიაში. მიაჩნიათ, რომ ევროპელები ტოლერანტულები არიან ასეთი პროპაგანდისადმი, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემმა ქმარმა თქვა: “თუ ჩვენს შვილს სკოლაში ასეთი წიგნებიდან ასწავლიან, ის იქ აღარ ივლის”.

ვიქტორია ლგბტპროპაგანდას არა მხოლოდ მომაბეზრებელს, არამედ აგრესიულსაც უწოდებს. ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ადამიანს ეუბნებიან, თუ მას ტრადიციული ოჯახი ჰყავს, მაშინ ის არანორმალურია, არასწორი.

_ ისეთი განცდა მეუფლება ხოლმე, რომ მე, რომელსაც მყავს ქმარი და შვილი, ცდილობენ, დამიმტკიცონ, რომ ჩემი ოჯახი არანორმალურია. ანუ, მე უნდა მრცხვენოდეს იმისა, რომ არ ვარ ლგბტ თემის წარმომადგენელი. ამის შესახებ ლაპარაკობენ ჩემი ნაცნობებიც, რომლებიც დაბადებიდან გერმანიაში ცხოვრობენ.

სექსუალური უმცირესობებისადმი ტოლერანტობა ყველაფერში ვლინდება. უბრალო მაგალითი. როცა თვითმფრინავით ვმგზავრობდით, ყოველთვის ამბობდნენ: “მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო”. ახლა _ არა. მისალმება აკრძალულია. არ შეიძლება ადამიანების დაყოფა ქალებად და მამაკაცებად.

ევროპის ქვეყნების მაგალითზე  კარგად ჩანს, რა ემართება საზოგადოებას, როცა მას თავს ახვევენ ლგბტ პრინციპებს. ევროკავშირის ქვეყნებში აშკარაა სულიერზნეობრივი დეგრადაცია, რუსეთში კი პირიქით_ გამყარდა ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტები, რაც შეესაბამება რუსეთის სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.politrus.com/2022/08/31/germany-analytics/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here