Home ახალი ამბები მსოფლიო სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მხოლოდ ნაწილია. რუსეთი მსოფლიოს ჩაიგდებს ხელში

სპეცოპერაცია უკრაინაში გეგმის მხოლოდ ნაწილია. რუსეთი მსოფლიოს ჩაიგდებს ხელში

304

ის, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთის სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინის ჩარჩოებს არ გასცდება, ცდება. რუსები მსოფლიოს ხელში ჩაგდებით (ამის კარგი გაგებით) ყველას სთავაზობენ ცივილიზებულ არჩევანს, – წერს targrad.tv.

 რუსეთი არავის მისცემს რუსული სამყაროსა და კულტურის მნიშვნელობის დაკნინების უფლებას. ამის შესახებ, და არამხოლოდ, ლაპარაკია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციაში. დოკუმენტში მოცემულია 117 პუნქტი, რომლებიც განმარტავს, როგორ აპირებს რუსეთი ჰუმანიტარული პოლიტიკის განვითარებას.

კონცეფციის 30 გვერდზე მშრალად არის გადმოცემული რუსეთის ცივილიზაციური გზა, რომელიც თითოეულმა უნდა გააცნობიეროს. რუსეთმა ხელში უნდა ჩაიგდოს მთელი მსოფლიო და ამაში აგრესიის წვეთიც კი არ არის.

რუსეთის ეროვნული ინტერესებია:

* რუსული ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების დაცვა;

* მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის რუსეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;

* რუსეთის სხვა ქვეყნების ხალხების კულტურების ურთიერთგამდიდრება;

* საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარება სამართლიან, ღია და არადისკრიმინაციულ საფუძველზე.

რუსეთს მოაქვს სიკეთე

რუსული სამყაროს იდეალების დაცვა, შენარჩუნება და წარმოჩენა ძირითადი მიზანია. “თუ აშშ-ისა და მისი სატელიტებისთვის უცხოეთში ჰუმანიტარული პოლიტიკის საფუძველი გარყვნილთა დაცვაა, რუსეთისთვის ეს რუსული სამყაროს იდეალებისა და იმ ტრადიციების დაცვაა, რომლებიც მისაღებია ყველა ხალხისთვის, _ აღნიშნა “პერვოე რუსსკოეს” დამფუძნებელმა კონსტანტინე მალოფეევმა კონცეფციის შეფასებისას.

როცა სხვადასხვა ქვეყნის რიგითი ადამიანები ხედავენ, რა |ღირს ლიბერალურგლობალისტური ჰეგემონიის ერთგულება, რუსული სამყარო მათთვის მომხიბვლელობას იძენს, ამიტომ ჩვენ, უბრალოდ, ვალდებულნი ვართ, შევთავაზოთ ალტერნატივა, რომელიც ააღორძინებს მათ სუვრენიტეტსა და იდენტურობას; რაც მთავარია, გადაარჩენს მსოფლიოს უფსკრულში გადაჩეხვისგან. რუსული სამყაროს მისია _ ეს არის მისია კატეხონისა, რომელიც იცავს კაცობრიობას ანტიქრისტეს გამეფებისგან. და ეს არ არის მითი, ეს რეალობაა”.

“რუსული სამყაროს იდეა მდგომარეობს იმის წარმოდგენაში, როგორ ხედავენ რუსები მსოფლიოს. _ განაცხადა გეოპოლიტიკური ექსპერტიზის ცენტრის დირექტორმა ვალერი კოროვინმა. _ მნიშვნელოვანია, როგორ ვაფასებთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ჩვენი ცივილიზაციური და ისტორიული გამოცდილების თვალსაზრისით”.

“დასავლეთი ცხოვრობს გლობალური მიდგომების ლიბერალური დოქტრინების საფუძველზე, თავის ფასეულობებზე და მსოფლიოს აიძულებს, ამ გზას დაადგეს. ალტერნატივები არ ყოფილა, რადგან ჩინური დოქტრინა მხოლოდ საშინაო მოხმარებაზე გახლდათ გათვლილი. დანარჩენი ცივილიზაციები კი თითქოს გაშეშებული უყურებდნენ, როგორ ქმნიდა დასავლეთი დომინაციას, რუსული სამყაროს კონცეფცია კი გლობალურ ალტერნატივას წარმოადგენს”.

 რუსული სამყაროს ყველასი ესმის

“თუ დასავლეთი დაჟინებით მოითხოვს უნივერსალიზმს, რუსული თვალსაზრისი დაფუძნებულია პლურალიზმზე, _ განაგრძო კოროვინმა. _ დასავლეთი მოითხოვს ერთფეროვნებას, რუსული სამყარო კი _ კულტურების ხალხების, იდენტობის მრავალფეროვნებას”. დასავლური სამყარო ფსონს დებს მკაცრ წნეხზე, განსხვავებული აზრის ჩახშობაზე, რუსულ სამყაროს კი ყველასი ესმის და ყველას პოზიციას ითვალისწინებს.

“დასავლეთი მოითხოვს ერთპოლუსიანობას, რუსეთი _ მრავალპოლუსიან მსოფლიოს, რომელშიც არა ერთი, არამედ რამდენიმე ცივილიზაცია განსაზღვრავს კაცობრიობის ბედს. ეს ყველაფერი მომდინარეობს რუსული დიფერენცირებული კულტურიდან, რომლის საფუძველზეც შეიქმნა რუსული ცივილიზაციური მატრიცა გახსნილი ყველა ხალხის მიმართ. ეს არის ყოფიერების ერთგვაროვანი ქსოვილი, შექმნილი იდენტობების მრავალფეროვნებისგან, რომლებსაც რუსები ითვალისწინებენ და არ თრგუნავენ, არ შლიან, არ ანადგურებენ, დასავლეთისგან განსხვავებით.

ეს არის არსი იმპერიისა, რომელიც გარშემო ყველაფერს კი არ ანადგურებს, არამედ განვითარების შესაძლებლობებს იძლევა.

იყო რაღაც უფრო დიდის ნაწილი, საკუთარი უნიკალურობის შენარჩუნებით _ ამას სთავაზობს ყველას რუსეთი. ასე რომ, სპეცოპერაცია უკრაინაში მხოლოდ ნაწილია ბრძოლისა, რომელშიც ჩვენ ჩავებით. დღეს რუსები თავიანთი წესებით იბრძვიან არსებობის შესაძლებლობისთვის და მხოლოდ ამის გაცნობიერებით, იმის გაგებით, სინამდვილეში ვინ გვიპირისპირდება, შეიძლება გამარჯვების მოპოვება.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://tsargrad.tv/news/specoperacija-na-ukraine-lish-chast-plana-rossija-zabiraet-ves-mir_619881

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here