Home ახალი ამბები საქართველო სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩს: გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს...

სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩს: გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, რათა საქართველო სანქციებს შეერთებოდა და ომის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაედგა

58

„ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც ომსა და სანქციებს არ ეხებოდა“, – განაცხადა დეპუტატმა სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, გაუგებარია, რა სტრატეგიულ საკითხებზე შეიძლება ესაუბრა კელი დეგნანს 21 მარტს, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა და საქართველოში ომში ჩართვის შესახებ მოწოდებები ისმოდა.

„რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან იყო ღია მოწოდებები საქართველოს შესაძლებლობები გამოეყენებინა და ომში ჩართულიყო. ძალიან გვაინტერესებს რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც ომსა და სანქციებს არ ეხებოდა. გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, რათა საქართველო სანქციებს შეერთებოდა და ომის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაედგა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება მისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, საუბარი არ ყოფილა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here