Home ახალი ამბები საქართველო სოსო გოგაშვილის შვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება

სოსო გოგაშვილის შვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება

68

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თქვენს არხებზეც იყო, საპარტიარქოს რომ უსმენდნენ…“,- განმარტავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

გარდა ამისა, მან საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისსა და კახეთში.

„საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კახეთშიც – სასტუმროშიც და სახლშიც. გადააატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლი ვინც არის, იმის სახლში მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს, წამლები დაალევინა, ისე ინერვიულეს. ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის მერე”,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here