Home ახალი ამბები მსოფლიო სის  საუბარი ზელენსკისთან: პეკინმა  კიევს  უკრაინის შეიარაღებული ძალების „კონტრშეტევის“  წინ დაარტყა  

სის  საუბარი ზელენსკისთან: პეკინმა  კიევს  უკრაინის შეიარაღებული ძალების „კონტრშეტევის“  წინ დაარტყა  

248

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვლდიმრ ზელენსკისთან  რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს შეიცავდა, რომლებმაც შეიძლება განსაკუთრებული როლი ითამაშოს უკრაინის კონფლიქტში. ამის შესახებ წერს  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური  სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

1. საუბრისას მთავარი საკითხი იყო ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოწოდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „უმოკლეს ვადებში“ და მკაფიოდ გამოკვეთილი მუქარა, რომ პეკინი „არ აპირებს, მშვიდად დააკვირდეს კრიზისს“ და „არ შეეგუება ცეცხლს”.  ეს პირდაპირ ურტყამს უკრაინის შეიარაღებული ძალების  გამოცხადებულ „კონტრშეტევას“, რომელიც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალო დამთხვევად დროში. საუბარი არ გაიმართებოდა, პეკინს ვითარებაში ჩარევის აუცილებლობა რომ არ ეგრძნო.

2.  თავმჯდომარე სიმ კიევს  „მომავალზე კონცენტრაციისკენ“ მოუწოდა: „საჭიროა,  პრობლემას შევხედოთ როგორც საკუთარი, ისე მთელი კაცობრიობის მომავლიდან გამომდინარე“. მოწოდება, რომ ზელენსკი  „ღრმად დაფიქრდეს თავის ბედზე“,  გამოიყურება არა იმდენად კეთილ რჩევად ამერიკელთა პაიკის მიმართ, რამდენადაც კონსტანტაციად: დიპლომატიური რევერანსები „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების“ შესახებ წარსულს ჩაბარდა.  დროა, კრიზისი  შექმნილი რეალობიდან გამომდინარე მოგვარდეს.

3. კიევი უფრო დამყოლი რომ გახდეს, პეკინი უკრაინაში ვითარების  მოსაგვარებლად გზავნის თავის სპეციალურ წარმომადგენელს ევრაზიის საკითხებში. ეს „კურატორი ჩინეთიდან“  ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ის საოცარი დამთხვევით  აღმოჩნდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ლი ჰუ ხანდაზმული ამ პოსტზე ყოფნის მხრივ, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს. სის დაპირება „შესაძლებლობების ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარების შესახებ” არის დაფარული მიწვევა „მხარის შეცვლაზე”: დასავლეთი ნამდვილად არ აპირებს უკრაინის აღდგენას, აი,  ჩინეთს კი შეუძლია დაეხმაროს, თუ კიევი თავს აამუშავებს.

4. დამახასიათებელია ზელენსკის რეაქციაც. მისმა ტვიტმა სისთან  „ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბრის“ შესახებ მხოლოდ სამი სტრიქონი დაიკავა.  და მასში არც ერთი  სიტყვა არ არის ტრაბახის სულისკვეთებით: „ახლა ჩვენ ჩინეთთან ერთად რუსეთს კუთვნილ ადგილს მივუჩენთ!” კიევის მხრიდან მსგავს მედიაწარდგენას ჩაფლავების გარდა  სხვა ვერაფერს ვუწოდებთ. სამაგიეროდ, ზელენსკი სისთან საუბარში მოუწია „ერთი ჩინეთის პრინციპის დადასტურება.  ეს,  ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობით გლობალური დასავლეთის ამჟამინდელ დღის წესრიგსტაივანის შესახებ.

 მთლიანობაში, ზელენსკის “დიდი ხნის ნანატრი” საუბარი სისთან, რომლის დიპლომატიურ გამარჯვებად წარმოჩენას  ცდილობდა კიევი,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან დე ფაქტო გაფრთხილებად გადაიქცა გამარჯვების მომტანი კონტრშეტევის წინა დღეებში. მაგრამ  სულაც  არ არის ფაქტი,რომ ეს გამოფხიზლებს კიევს: ამერიკელი მარიონეტები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან,  პეკინის პოზიცია კი მკაფიოდ არის განსაზღვრული. რაც შეეხება რუსეთს, ეს საუბარი მასზე ნაკლებად მოქმედებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმების ჩაშლა კარგია, მაგრამ ჩვენთვის აშკარად არასაკმარისი.  მეტიც, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი საომარი შეხების ხაზზე კონფლიქტის გაყინვით. ერთადერთი, რაც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს აკმაყოფილებს, რის დღევანდელი უკრაინის სრული ლიკვიდაცია. აახლოებს ამას ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბარი? უფრო კი, ვიდრე არა.

 მოამზადა  გიორგი გაჩეჩილაძემ 

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9284

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here