Home ახალი ამბები მსოფლიო სიგნალები გაშიფრულია. სინამდვილეში ვის რას დაჰპირდა მედვედევი 2023 წლის პროგნოზში

სიგნალები გაშიფრულია. სინამდვილეში ვის რას დაჰპირდა მედვედევი 2023 წლის პროგნოზში

263

 ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი. ამ ხუმრობაშიც. რაზეა ლაპარაკი? რა თქმა უნდა, დიმიტრი მედვედევის 2023 წლის პროგნოზებზე. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და მმართველი პარტიაერთიანი რუსეთისხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განუყრელმა მეგობარმა, „თავისი წვლილი შეიტანა“ 2023 წლის პროგნოზებში. მედვედევმა ტელეგრამარხზე განაცხადა, რომ მისი პროგნოზებიშეეჯიბრებოდა” “ყველაზე მოულოდნელ და თუნდაც აბსურდულს”. ამის მიუხედავად, მისიფუტურისტულიხუმრობა მთლიანობაში საკმაოდ რეალისტური აღმოჩნდა, თუმცა გაშიფვრა სჭირდება, _ წერს ჟურნალისტი სერგეი ლატიშევი  ვებგვერდ  tsargrad.tvზე.

თითქმის არანაირი ფანტაზია

ათი პროგნოზიდან რვა სრულიად რეალურია, თუნდაც ისინი ახდეს არა 2023 წელს, არამედ, ვთქვათ, 2025-ში. არარეალური ჩანს მეხუთე პუნქტი  და მეექვსე პუნქტის ნახევარი, ასევე მერვე პუნქტის ერთ-ერთი დებულება.

პუნქტი 5 _ ეს არის მეოთხე რაიხის შექმნა გერმანიისა და მისი მომხრე სატელიტების (პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, კიევის რესპუბლიკა და სხვა მარგინალები) ბაზაზე”. აშკარაა, რომ პოლონეთი არასოდესმიემხრობაგერმანიას და არანაირიმეოთხე რაიხისშექმნის თავი გერმანელებს  არ აქვთ _ სჯობს, თავიანთი გათავხედებული მიგრანტები აიძულონ, იცხოვრონ კანონით და აკეთონ რაიმე სასარგებლო საქმე.

არარეალურია (ეს უკვე მეექვსე პუნქტიდან) ომი საფრანგეთსა და მეოთხე რაიხს შორის“. მათ აღარ აქვთ სადავო ტერიტორიები. პარიზს აქვს ბირთვული იარაღი. დიახ, ფრანგებს ახლა გერმანელებთან ომისთვის არ ცხელათ _ მათ, დიდი ალბათობით, მოუწევთ მომზადება სამოქალაქო ომისთვის აფრიკის ყოფილი კოლონიებიდან გადასახლებული მილიონობით მუსლიმის წინააღმდეგ, რომლებიც საფრანგეთს თავიანთ ნადავლად მიიჩნევენ, და არა მხოლოდ მუსლიმების წინააღმდეგ. მეექვსე პუნქტის მეორე ნაწილი არ არის გამოგონილი, მაგრამ ხვალ არ შესრულდება: ევროპის დაყოფა. მათ შორის პოლონეთის ახალი დაყოფა”.

და, რა თქმა უნდა (ეს უკვე მერვე პუნქტიდანაა), ტეხასისა და მექსიკის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა“. ეს, რა თქმა უნდა, ფანტაზიის სფეროდანაა. მდიდარი ტეხასი თავის დროზე იმისთვის არ გამოყოფია მექსიკას სკანდალით, რომ მასთან ახლა შეექმნა „სამოკავშირეო სახელმწიფო“. ტეხასი, ალბათ, სათავეში ჩაუდგება აშშ-ის კონსერვატიული შტატების კონფედერაციას. ასეთი შტატი კი 20-ზე მეტია.

რატომ გაჩნდა ეს ფანტასტიკური ვარაუდები მედვედევის 2023 წლის პროგნოზში, ნუთუ მას არ ესმის, რომ ეს, უბრალოდ, არ შეიძლება მოხდეს?! დარწმუნებული ვარ, ესმის, მაგრამ, ეს აშკარად არარეალური პუნქტები რომ არ ყოფილიყო, ბევრი იფიქრებდა, რომ მან შემთხვევით გამოააშკარავა კრემლის რეალური ხედვა უახლოესი მომავლის შესახებ. რადგან პროგნოზის ყველა სხვა პუნქტი სრულიად რეალურია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მხოლოდ მათი განხორციელების დრო.

 რაც აბსოლუტურად რეალურია

პუნქტი 1. „ნავთობის ფასის მატება 150 დოლარამდე ბარელზე და ბუნებრივი აირის ფასი _ 5000 დოლარამდე 1000 კუბ. ზე“.

შეიძლება ასე მოხდეს? ადვილი შესაძლებელია.

პუნქტი 2. „დიდი ბრიტანეთის დაბრუნება ევროკავშირში“.

ეს შესაძლებელია? მერედა როგორ? იმ შემთხვევაში, თუ ლეიბორისტები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, თანაც ეს არჩევნები შეიძლება რიგგარეშე იყოს. თითქმის ყველა პროგნოზი ლეიბორისტების გამარჯვებას წინასწარმეტყველებს, რადგან ბრექსიტი ხალხისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

პუნქტი 3. „ევროკავშირის დაშლა დიდი ბრიტანეთის დაბრუნების შემდეგ და ევროს, როგორც ყოფილი ევროკავშირის ვალუტის, გაუქმება“.

 დიახ, შესაძლებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ხვალ.

პუნქტი 4. „პოლონეთისა და უნგრეთის მიერ ყოფილი უკრაინის დასავლეთ რეგიონების მიტაცება“.

აბსოლუტურად რეალურია! ამისთვის უკვე ემზადებიან.

მე-5 და მე-6 პუნქტები ზემოთ იყო განხილული.

პუნქტი 7. „ჩრდილოეთ ირლანდიის გამოყოფა დიდი ბრიტანეთისა  და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოდან და შეერთება ირლანდიის რესპუბლიკასთან“.

შეიძლება ასე მოხდეს? რამდენიმე ხნის წინათ ეს წარმოუდგენელი იყო, ახლა კი სრულიად წარმოსადგენია.

მე-8 პუნქტი. ზემოთ განხილული გამონაკლისის გარდა, რეალურია, მაგრამ არა 2023 წლისთვის, არამედ ცოტა მოგვიანებით:

აშშის სამოქალაქო ომი, კალიფორნიისა და ტეხასის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოყოფაელონ მასკის გამარჯვება აშშის საპრეზიდენტო არჩევნებში იმ შტატებში, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ რესპუბლიკელებს უჭერდნენ მხარს”.

სწორედ ამის ეშინიათ ამერიკელებს ყველაზე მეტად, რადგან მე-19 საუკუნის შუა წლების პირველ სამოქალაქო ომში მათ უფრო მეტი ადამიანი დაკარგეს, ვიდრე ყველა სხვა ომში, მათ შორის ორივე მსოფლიო ომში, და სწორედ ასეთი ახალი სისხლისღვრისკენ მიდის ამერიკა ჯიუტად. ტრაგედია არის ის, რომ განხეთქილებაა არა მხოლოდ ე.წ. რესპუბლიკურ და დემოკრატიულ შტატებს, არამედ ოჯახის წევრებს შორისაც, ის არის აშშ-ის ყველა წერტილში, სადაც ხალხი კბილებამდე შეიარაღებულია და მიდრეკილია ძალადობისკენ.

მე-9 და მე-10 პუნქტები შეიძლება ერთ პუნქტად გაერთიანდეს. ამ პუნქტებში ყველაფერი რეალურია, ოღონდ მათ შესრულებას ერთ წელზე მეტი დასჭირდება. აი ეს პროგნოზები ერთ ბლოკში: ყველა ძირითადი საფონდო მოედნისა და ფინანსური აქტივობის გადატანა აშშდან და ევროპიდან აზიაში. ბრეტონვუდსის ფინანსური სისტემის დაშლა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის კრახი. ევროსა და დოლარზე, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტაზე, უარის თქმა. ოქროს სტანდარტის დაბრუნება. ციფრული ვალუტების აქტიურ გამოყენებაზე გადასვლა.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება 2023 წელს, მაგრამ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ამ პროგნოზს ყველა შანსი აქვს, რომ ახდეს.

უცნაური რუკა

ამ პროგნოზს გაუჩნდა საინტერესო გაგრძელება. პროკრემლისტურად განწყობილმა ჟურნალისტმა დიმიტრი სმირნოვმა გამოამზეურა (რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებული იყო)  შეერთებული შტატების დაშლის რუკა მედვედევის მიხედვით. იქ ყველაფერია _ ტეხასის რესპუბლიკით დაწყებული, რუსულ ამერიკამდე ალასკის სახით. დანაწევრებული ამერიკის ნაწილების სახელები აშკარად დამცინავია: ამერიკელი თეთრების კავშირი, თავისუფალი ჩრდილოეთის კავშირი, დასავლეთის საზღვაო რესპუბლიკა, აღმოსავლეთის საზღვაო რესპუბლიკა, ტეხასის თავისუფალი რესპუბლიკა, ახალი ატლანტიდა, რუსული ამერიკა და . ფლოიდის რესპუბლიკა”.

მაგრამ, თუ ამერიკა მაინც დაიშლება, სავარაუდოდ, ორ ან სამ ნაწილად და არა რვად… ქვემოთ გასაგები იქნება, რატომ გაკეთდა ეს.

სასიხარულოა “მილოცვა”, რომლითაც დასრულებულია მედვედევის პოსტი:

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს თქვენ, ანგლოსაქსო მეგობრებო, და თქვენს ბედნიერად მოღრუტუნე გოჭებს!”

ეს რა იყო?

რჩება პასუხის გაცემა კითხვაზე: რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი? პასუხი, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან, ზედაპირზე დევს:

ჯერ ერთი, ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთი კაპიტულაციას არ აპირებს: ჩვენ ვიცით თქვენი ყველა მტკივნეული წერტილი, თქვენი არ გვეშინია, ბოლომდე დავდგებით და გავიმარჯვებთ.

მეორე _ ეს, აგრეთვე, სიგნალია რუსეთის ხალხისთვის: თავი მაღლა ასწიეთ, მეგობრებო, კარგ განწყობაზე უნდა ვიყოთ, ჩვენ გავუძლებთ და გავიმარჯვებთ. მოდი, გავიცინოთ ჩვენს მტრებზე, რომლებმაც რუსეთის განადგურების უიმედო საქმე წამოიწყეს, როცა იმაზე უნდა ეფიქრათ, თვითონ როგორ არ ჩაძირულიყვნენ.

მესამე _ ეს არის სიგნალი მთელი არადასავლური სამყაროსთვის: ნუ შეგეპარებათ ეჭვი რუსეთში, რომელიც ასევე იბრძვის თქვენი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ ვიცინით დასავლეთზე და ვტროლავთ მას. ჩვენ კარგ ხასიათზე ვართ, რაც ნიშნავს, რომ დარწმუნებული ვართ საკუთარ თავში და ჩვენ გავიმარჯვებთ. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას მედვედევის სიტყვები. დღეს ეს ხუმრობაა, მაგრამ ხვალ?

სხვათა შორის, ის ამით ადრე ტელეგრამ-არხზე იყო დაკავებული. ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ არ სურს, დაეხმაროს რუსეთს უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაში. მედვედევმა მოუწოდა ყოფილ პარტნიორებს, ეფიქრათ “რუსეთის მიერ სტრატეგიული ბირთვული ძალების გარდაუვალ გამოყენებაზე კონფლიქტში და უკრაინელი ნაციონალისტების წითელ მოედაზე სიკვდილით დასჯაზე თავის მოკვეთით. ეს იყო მაისში, დეკემბერში კი უკვე უკრაინის კონფლიქტში ატომური იარაღის გამოყენების თემას ხუმრობად აღარავინ განიხილავს.

რაც შეეხება დანაწევრებული შეერთებული შტატების დამცინავ რუკას, ეს არის პირდაპირი, ზიზღით სავსე მინიშნება დაშლილი რუსეთის მსგავს რუკებზე, რომლებიც დასავლეთის სამთავრობო წრეებში გამოჩნდა 1990-იან წლებში, რომელსაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს კვლავ მიმართონ სპეცოპერაციის ტემპის შენელების გამო. ერთხელ პუტინმა ტელეარხ “როსია 1”-ის ეთერში თქვა, რომ მან პირადად ნახა ევროპაში შექმნილი რუკები, რომლებზეც რუსეთი დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამას სხვა წყაროებიც ადასტურებენ.

“აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჩემთან შეხვედრისას პირდაპირ განაცხადა, რომ, დაიშლებოდა თუ არა რუსეთი, მიგვაჩნდა, რომ ეს გარდაუვალი გახლდათო. ერთადერთი კითხვა იყო, როდის მოხდებოდა ეს და რა შედეგები მოჰყვებოდა თვითონ რუსეთისა და გარე სამყაროსთვის, რადგან რუსეთი ბირთვული სახელმწიფოაო”, _ გაიმეორა პუტინმა კოლეგის სიტყვები. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოვიდა „პასუხი“ მასში დაშიფრული გზავნილით, დაახლოებით შემდეგი შინაარსის: დაიმახსოვრეთ, ყოფილო მეგობრებო, ყველაფერი, რაც თქვენთვის შეიძლება, ჩვენთვისაც შეიძლება: ფიქრიც და კეთებაც. მხედველობაში გქონდეთ ეს და იჯექით წყნარად. წინააღმდეგ შემთხვევაში……

მერე აქედან რა?

შეიძლება ზოგს არ მოეწონოს, რომ სახელმწიფო მოღვაწე მედვედევმა ასეთი ტონი აირჩია და ინტერნეტში რადიკალური პოსტებით მსოფლიოს “ბომბავს”. მე კი ვაღიარებ, მომწონს. იმიტომ, რომ ასეთი საჯარო განცხადებებით მედვედევი “წვავს ხიდებს” და აღარ იქნება დასავლეთისთვის მისაღები ადვილად მოსატყუებელი პოლიტიკოსი,  გარემოცული ლიბერალური მრჩევლებით, რომლებიც ოცნებობენ სწრაფად დანებებასა და რუსეთის დასავლეთის კოლონიად გადაქცევაზე.

მაშინაც კი, თუ ეს პოსტები ნაკარნახევია პიარმენეჯერების მიერ, რომლებიც ძერწავენ მედვედევის ახალ ხატებას, სურვილს, მოეწონოს დასავლეთში თანამემამულეებს და არა მათ მტრებს, ესეც საკმაოდ კარგია. ის ახლა თავის ხალხთან დარჩება. როგორც ცნობილი ამერიკელი განმანათლებელი დეილ კარნეგი ამბობდა, „შეუქმენით ადამიანს კარგი რეპუტაცია, რომლის გამართლებას ის შეეცდება“. ერთადერთი, რაც ახლა მოეთხოვება მედვედევს და მის კოლეგებს ხელისუფლებაში, არის ის, რომ მკაცრ რიტორიკას უნდა მოაყოლონ მკაცრი ქმედებები, თუ სიტყვები არ იქნება საკმარისი.

არ დავმალავ: ვიმედოვნებ, რომ ამაში მათ დასავლეთი დაეხმარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა სხვა პოლიტიკოსებმაც უნდა მიბაძონ მედვედევის მაგალითს, თუ სურთ, რუსეთში რამეზე პრეტენზია ჰქონდეთ. გულხელდაკრეფილი ჯდომა, ბატონებო, ამხანაგებო, არ გამოგივათ. რუსებს არ სჭირდებათ პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ, უცხოელებს ჩვენს ხარჯზე თავი მოაწონონ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ 

https://tsargrad.tv/articles/signaly-rasshifrovany-chto-na-samom-dele-poobeshhal-medvedev-v-prognoze-na-2023-god_693928

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here