Home ახალი ამბები მსოფლიო შოლცი პუტინთან პირდაპირი კონტაქტის მნიშვნელობაზე ალაპარაკდა

შოლცი პუტინთან პირდაპირი კონტაქტის მნიშვნელობაზე ალაპარაკდა

88

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტები მნიშვნელოვანია, _ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შვედურ გაზეთ Dagens Nyheterისთვის მოცემულ ინტერვიუში, _ წერს ria.ru.

 “როგორი რთულიც უნდა იყოს ეს, უშუალო კონტაქტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით  კრიზისის პერიოდში. მინდა, რომ ჩვენი გზავნილები პირდაპირ მივიდეს რუსეთის პრეზიდენტამდე”, _ განმარტა შოლცმა. მისი თქმით, სურს, უკრაინაში სპეცოპერაციის შესახებ დასავლეთის პოზიციის მიტანა რუსეთის ლიდერამდე. ამასთანავე, კანცლერმა დასძინა, რომ “უახლოეს მომავალში” ვერ ხედავს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობას.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220817/peregovory-1810119750.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here