Home ახალი ამბები მსოფლიო შეერთებული შტატები მოლდოვაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ლგბტ წარმომადგენლების “მხარდასაჭერად” 100...

შეერთებული შტატები მოლდოვაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ლგბტ წარმომადგენლების “მხარდასაჭერად” 100 ათას დოლარს გამოყოფს

67
შეერთებული შტატები მოლდოვაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ლგბტ წარმომადგენლების

შეერთებული შტატები მზად არის გამოყოს 100,000 აშშ დოლარი ქალთა უფლებების “პოპულარიზაციისთვის”, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა “მხარდასაჭერად”, ასევე მოლდოვაში ლგბტ წარმომადგენლების “აღიარების ” ხელშესაწყობად. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტის აღწერაში, რომელსაც RT გაეცნო.

ამერიკული მხარის წარმომადგენლების თქმით, ისინი ამჟამად მზად არიან მიიღონ პროექტში მონაწილე პოტენციური კონტრაქტორებისგან ე.წ. “განცხადებები დაინტერესების თაობაზე”.

ამ დოკუმენტებში მკაფიოდ და ლაკონურად უნდა იყოს მითითებული პროგრამის იდეა და მიზნები, რომელთა დაფინანსებაც შეერთებულ შტატებს შეეძლებათ. წინადადებები უნდა ეხებოდეს რამდენიმე თემიდან ერთ-ერთს, როგორიცაა მოლდოვაში „უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა და მათი სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“, „ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების აღიარებისა და მხარდაჭერის ძალისხმევის ხელშეწყობა (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი)”.

გარდა ამისა, დაფინანსების მომავალ მიმღებებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ „ქალთა უფლებების გაძლიერებაზე“, ასევე „ინფორმირებულობის ამაღლებაზე და შშმ პირთა მხარდაჭერაზე“. გრანტის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების შეხედულებების გასათვალისწინებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ურბანული დიზაინი ან ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით შეისწავლიან საპროექტო წინადადებებს, რათა არ მოხდეს არსებული პროგრამების დუბლირება.

აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები უპირატესობას იმ პროექტებს მიანიჭებს, რომლებიც მოლდოვის დიდი ქალაქების მიღმა განხორციელდება. ინიციატივის განხორციელებას რესპუბლიკაში ამერიკის საელჩო გააკონტროლებს.

ბიუჯეტი, რომლის გამოყოფისთვისაც მზად არის შეერთებული შტატები მომავალი პროექტების განსახორციელებლად, 100 ათასი დოლარია. გრანტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს და მათი ზომა შეიძლება ვარირებდეს 10 ათასიდან 100 ათას დოლარამდე.

ადრე მოლდოვაში მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ კამპანიას „ლგბტ ბავშვები შენს სკოლაში“, რომელიც ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. მოლდოვის განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ისინი ამ კამპანიაში არ არიან ჩართულნი.

ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აპირებდა 150,000 აშშ დოლარის გამოყოფას ინიციატივისთვის, რომელიც “გააძლიერებს მოლდოვადან ამერიკული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა პოტენციალს“, გააფართოვებს მათ მონაწილეობას სახელმწიფო დეპარტამენტის ღონისძიებებში და ასევე დაეხმარება მათ გაუზიარონ თავიანთი ცოდნა დაინტერესებულ მხარეებს რესპუბლიკის “მოქალაქეთა საკეთილდღეოდ”.

ექსპერტთა აზრით, მსგავსი ინიციატივები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გულისხმობს იმ სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევას, სადაც ისინი ხორციელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here