Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი...

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას

43

მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს, – ამის შესახებ შალა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას“, – წერს პაპუაშვილი.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here