Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი შოიგუ: აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამა საფრთხეს უქმნის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ქვეყნებს

სერგეი შოიგუ: აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამა საფრთხეს უქმნის თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ქვეყნებს

127

კიევის რეჟიმს პანიკურად ეშინია მხილების, ამიტომ მზად არის, გაანადგუროს ყველა უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ დანებებას შეეცდებიან

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, აშშის სამხედრობიოლოგიური პროგრამა, რომლის ჩარჩოებშიც უკრაინაში ქმნიდნენ ბიოლოგიურ იარაღს, პირდაპირ ემუქრება თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) ქვეყნებს, _ იუწყება riafan.ru.

 სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში აღმოჩენილი დოკუმენტები მოწმობს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე 30-ზე მეტ ბიოლაბორატორიას აფინანსებდა. ამ ლაბორატორიებში ამერიკელი სპეციალისტები საიდუმლოდ ცდიდნენ ეპიდემიოლოგიური ვითარების დესტაბილიზაციის მეთოდიკას, რაც თშო-ს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის პირდაპირი მუქარაა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ 2023 წელს თშო-ს ქვეყნების მონაწილეობით რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება მასშტაბური ანტიტერორისტული სწავლება “მშვიდობიანი მისია”; 2022 წლის ბოლოს კი, შოიგუს წინადადებით, მოსკოვში უნდა ჩატარდეს თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისა  და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თათბირი, რომლის მთავარი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა იქნება.

სერგეი შოიგუმ ილაპარაკა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ კიევის რეჟიმს პანიკურად ეშინია მხილების, ამიტომ მზად არის, გაანადგუროს ყველა უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ დანებებას შეეცდებიან. დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის აზრით, მნიშვნელოვნად ზრდის მსხვერპლს ამ ქვეყანაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში შეტევის ტემპის შენელებას სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირების მიზნით წინასწარგანზრახული გადაწყვეტილება უწოდა. ამასთანავე, შოიგუს თქმით, რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ლუკა მაისურაძე

https://riafan.ru/23606513-shoigu_voenno_biologicheskaya_programma_ssha_neset_pryamuyu_ugrozu_stranam_shos

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here