Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ კონფერენციას დაგეგმილზე ადრე დატოვებს

სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ კონფერენციას დაგეგმილზე ადრე დატოვებს

56

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ კონფერენციას დაგეგმილზე ადრე დატოვებს.

„ლავროვი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, შემდეგ ის ისაუბრებს პრესასთან და კონფერენციას დატოვებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ dpa-სთან ინტერვიუში.

ეს ნიშნავს, რომ ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ოფიციალურ სადილსა და „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დღეს სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი.

შეგახსენებთ, კონფერენციის დასაწყისში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი განაცხადეს სერგეი ლავროვთან ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here