Home ახალი ამბები საქართველო საზეპირო

საზეპირო

პირში გამოსავლები ჩალა ზელენსკისთვის

672
ზელენსკი ნატოს სამიტზე ვილნიუსში

ვცდილობაქ გამოქვეყნებული ჩემი სტატიები მცირე მოცულობის იყოს, რადგან .. სოციალური ქსელების ეპოქაში ადამიანებს ვრცელი მსჯელობისა და დასაბუთების კითხვას მოკლე თეზისების ან სულაც ლოზუნგებად ჩამოყალიბებული აზრის წაკითხვა ურჩევნიათ. ამან ის საზეპიროები გამახსენა, საბჭოთა პერიოდის სასკოლო განათლების სისტემაში რომ იყო მიღებული. სხვათა  შორის, უაღრესად სწორ ფორმად მიმაჩნია ეს საზეპიროები, რადგან პროზასა თუ პოეზიაში არის კულმინაციური მომენტები, რომლებიც ადამიანთა გონებაში გაშლილი ტრანსფარანტებივით უნდა ფრიალებდეს. მაგალითად, შოთა რუსთაველის შედევრთა შედევრიანდერძი ავთანდილისაყოველმა ქართველმა ზეპირად უნდა იცოდეს, მაგრამ, ეს თუ შეუძლებელია, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, ამ შედევრიდან ამოკრეფილი უძვირფასესი თვლები მაინც იყოს ყველა ქართველის გონებაში მარადიულ ლოზუნგად გაშლილი:

დაუშვებელია, რომ ადამიანი ქართულად აზროვნებდეს და მის ცნობიერებას მუდმივად არ ანათებდეს ორსიტყვიანი უდიდესი ფილოსოფია – სიყვარული აღგვამაღლებს!”

დაუშვებელია, რომ ადამიანი ქართულად აზროვნებდეს და მის ცნობიერებას უქრობ ლამპრად არ დაჰყვებოდეს საფუძველთა საფუძველი ყოველგვარი ფილოსოფიისა, დაწყებული თალესით და  დამთავრებული კანტით, ჰეგელით, მარქსით თუ თანამედროვე ფილოსოფოსებით: არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!”

დაუშვებელია, რომ ადამიანი ქართულად აზროვნებდეს და მის ცნობიერებას სცილდებოდეს: სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!”

დაუშვებელია, რომ ადამიანი ქართულად აზროვნებდეს და მის ცნობიერებას უჭკნობ გვირგვინად არ ედგას აზრი და გამართლება თითოეული კაცის ცხოვრებისა: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!”

დაუშვებელია, რომ ადამიანი ქართულად აზროვნებდეს და მის ცნობიერებაში არ იყოს აღბეჭდილი სოციალური სამართლიანობისა და ზნეობის მარადიული ფორმულა: მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!”

ეს ფორმულები (რასაკვირველია, მრავალ სხვა ფორმულასთან ერთად) კი არ უნდა იცოდე, ზეპირად უნდა იცოდე, რადგან ცოდნა შინაარსის ცოდნას ნიშნავს, ზეპირად ცოდნა კი – შინაარსისა და ფორმის ცოდნას; მეტიც, ამ შინაარსისა და ამ ფორმის შენს არსებაში სამარადჟამო დავანებას ნიშნავს. კაცი, რომელმაც ამგვარი ფორმულები ზეპირად იცის, დიდად განსხვავდება კაცისგან, რომელმაც ეს ფორმულები ზეპირად არ იცის. იმას, თუ რა იცის ადამიანმა ზეპირად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ-სოციალური ვინაობის დასადგენად.

გამექცა სიტყვა, უფრო სწორად, მივუშვი სიტყვა, რადგან თქმა იმისა, რისი თქმაც მსურს, ამგვარ შესავალს მთხოვს…

პოლიტიკურ აზროვნებაში გამოიყენება ლოგიკა, სილოგიზმების აგება, დედუქციური და ინდუქციური მეთოდების გამოყენება, წინაპირობებიდან დასკვნის გაკეთება და ა.შ., მაგრამ პარალელურად გამოიყენება ლოზუნგები, შაბლონები და სტერეოტიპები (“საზეპიროები”), რომლებიც ხშირად უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა, ვიდრე ბრწყინვალე მეცნიერული, თეორიული და ლოგიკური ტრაქტატები, რომლებში წვდომა მკითხველს ერთ შემთხვევაში უჭირს, მეორე შემთხვევაში ეზარება, მესამე შემთხვევაში კი უინტერესოდ ეჩვენება. ლოზუნგის მიწოდების შემთხვევაში კი, არათუ თვალის გადავლება, თვალის მოკვრაც კი საკმარისია მიზნის მისაღწევად. დასავლეთი, ძირითადად, ამგვარი “საზეპიროებით” გადის  ფონს და, გაცილებით უკეთესად, ვიდრე ღრმა პოლიტიკური ანალიზით, სამეცნიერო სტატიებით, სქელტანიანი წიგნებითა და მონოგრაფიებით გავიდოდა. მრავალჯერ გამეორებული ლოზუნგი – “რუსეთში კორუფციაა”, გაცილებით  ეფექტურია რუსეთის ცხოვრების წესის დისკრედიტაციისთვის, ვიდრე ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის შემცველი რეპრეზენტატული გამოკვლევები იქნებოდა. საინფორმაციო საშუალებებში მრავალჯერ მექანიკურად გამეორებული წამოძახილი – “რუსეთში ლოთობაა”, უფრო მეტად ლახავს ამ სახელმწიფოსა და ხალხის ეროვნულ იმიჯს, ვიდრე რუსეთის შემსწავლელი დასავლური ინსტიტუტების მიერ ათწლეულების განმავლობაში ნაწარმოები სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც რუსეთის შესახებ უარყოფითი საერთაშორისო აზრის შექმნაზეა  ორიენტირებული. ამიტომ ვფიქრობ,  შაბლონები ჩვენც უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ არა ვინმეს მოსატყუებლად, არამედ თვალის ასახელად.  აუცილებელია, რომ ჩვენი სათქმელიც არამხოლოდ მტკიცებულებებით, სილოგიზმების აგებით, ფაქტების ანალიზითა და ლოგიკური მსჯელობით, არამედ მარტივი ლოზუნგებით, სწორად ჩამოყალიბებული ტრანსპარანტებითა და ლაკონურად ფორმულირებული შაბლონების სახითაც (პოლიტიკური “საზეპიროებითაც”) იყოს წარმოდგენილი,  ვინაიდან ჩვენს საზოგადოებაში ხშირად (ძალიან ხშირად) ვაწყდებით წარმოუდგენელ სიბეცეს, დასავლეთის პოლიტიკური შაბლონების ტყვეობაში ყოფნის სავალალო ფაქტებს. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ, რომ დასაწყისისთვის რამდენიმე პოლიტიკური “საზეპირო” შემოგთავაზოთ, რომელმაც შესაძლებელია, ზოგიერთი გაცილებით უფრო მეტად დააფიქროს, ვიდრე ფილოსოფიურმა და მეცნიერულმა ანალიზმა.

მაგალითად:

* დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში დასავლეთი აგრესორია, რუსეთი კი მსხვერპლია;

* რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაში უკრაინა პროვოკატორია, რუსეთი კი პროვოკაციის მსხვერპლი;

* დასავლეთი მსოფლიოზე ძალადობს, რუსეთი კი დასავლური ძალადობისგან თავს იცავს;

* დასავლეთი იდეოლოგიურად გაკოტრდა. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სიტყვის თავისუფლებისა ბლეფი გაცხადდა, ამიტომ დასავლეთი ცდილობს,  ახალი იდეოლოგია შექმნას და იგი გარყვნილების თავისუფლებაზე (გარყვნილების კულტზე) დააფუძნოს, რუსეთი კი ქრისტიანული სიწმინდეების, ტრადიციული მორალისა და იმ კლასიკური კულტურის დამცველად გვევლინება, რომლის წაბილწვასაც დასავლეთი ასე გულმოდგინედ და თანმიმდევრულად ახორციელებს;

* დასავლეთმა სახელმწიფო გადატრიალები და საკუთარიმეხუთე კოლონისბინძური საქმიანობით, შეძლო რა ორ მოძმე ხალხს შორის სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო დასაღუპად გაწირა, რუსეთი კი ცდილობს უკრაინა იხსნას აშშის, ნატოსა და ევროპის კლანჭებისგან და დასავლური ფაშიზმის დამანგრეველი ზემოქმედებისგან;

* დასავლეთი უკრაინისგან ისევე ცდილობს ფაშისტური ციტადელის შექმნას, როგორც მეოცე საუკუნეში გერმანიისგან შექმნა;

* ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმამ, თანაც დაცინვის ფორმით, ზელენსკიც და უკრაინელი ხალხიც დაარწმუნა დასავლეთის იმ ვერაგობაში, რომ მათ რუსეთის დასუსტების არცთუ ნათელ და რეალურ იდეას უკრაინა მსხვერპლად შეწირეს.

დღეისთვის ეს “საზეპიროები” ვიკმაროთ, რომლის ბოლო პუნქტის სისწორესაც ვილნიუსის სამიტზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადება ადასტურებს: ჩვენამაზონიარ ვართ, რომ ის შეგვიკვეთონ, რა საქონელიც უნდათ.  უკრაინისგან ჩვენს ხალხს ცოტაოდენი მადლიერების გამოხატვა სურდა“.  მორჩა, აღარც ნატოს წევრობა, აღარც შეიარაღება, მხოლოდ საყვედური უმადურობის გამო. დასავლეთის მთელი რიგი სახელმწიფოები, როგორც ხედავთ, უკვე თავს იკავებენ კიევის ფაშისტური რეჟიმისთვის შეიარაღების მიწოდებისგან, რამაც სამხედრო საწყობები დაუცარიელათ. რაც შეეხება ნატოს წევრობას, უკრაინას შაბლონური უსინდისობა მიახალეს პირში: ნატოს კარი ღიაა, მაგრამ წევრობაზე ვილაპარაკოთ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევისა და რუსეთის დამარცხების შემდეგ “.

დასავლეთის ამ ყოვლად უსინდისო მიდგომამ მისი  ყურმოჭრილი მონა ზელენსკიც კი გადარია, რომელმაც ისტერიკა მოაწყო: “უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს ნატოში უკრაინის მიწვევისა და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ. როგორც ჩანს, არ არსებობს არც ნატოში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის ნატოს წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად”.

ეს ის ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ზელენსკი ცამდე მართალია. რა თქმა უნდა, ამ ომში ზელენსკი უნდა დამარცხდეს და დასავლეთმაც კისერი უნდა წაიმტვრიოს, მაგრამ ნაძირალების კამათშიც ხომ რომელიღაც მხარე ტყუის, რომელიღაც კი მართალია. ამ შემთხვევაში ზელენსკი მართალია. დასავლეთმა იგი, მთელ მის ხუნტასთან ერთად, ისტორიაში ერთერთ უდიდეს სამხედრო დამნაშავედ აქცია, ახლა კი ეუბნებიან, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ნატოში, რუსეთთან გამარჯვებას თუ მიაღწევ. რუსეთი მთელ ნატოს, ომით კი არა, სპეციალური სამხედრო ოპერაციით აჩოქებს, ისინი კი უკრაინისგან რუსეთის დამარცხებას მოითხოვენ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰპირდებიან ნატოს წევრად მიღებას. დაცინვაც ასეთი უნდა. ვილნიუსის სამიტზე ზელენსკის პირში გამოსავლებ ჩალად ეს აბსურდი მიუგდეს.

დასასრულ, კიდევ  ერთ “საზეპიროს” დავამატებ, რომლის ჭეშმარიტებაშიც ვილნიუსის სამიტმა დაგვარწმუნა:

* დასავლეთი რუსეთს ვერ დააჩოქებს, დასავლეთს თავად მოუწევს რუსეთის წინაშე დაჩოქება!

ვალერი კვარაცხელია                                                                

P. S. დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფო, მართალია, უკვე თავს იკავებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისგან, მაგრამ ზოგიერთი კვლავ განაგრძობ სამხედრო პროვოკაციას. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მსროლელ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის, აშშის პრეზიდენტი ბაიდენი კი მზად არის უკრაინელი ფაშისტები იმ თვითმფრინავებით (F – 16) მოამარაგოს, რომელთა აღჭურვა ბირთვული შეიარაღებით  არის შესაძლებელი. ამაზე  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა: “რუსეთი უკრაინისთვის F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას ბირთვულ საფრთხედ აღიქვამს. სამხედრო ოპერაციების შესრულებისას  ჩვენი სამხედროები ვერ დაიწყებენ იმის გარკვევას, არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ავიაგამანადგურებელი ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი. თვით ფაქტი ამ ტიპის საფრენი აპარატების გამოჩენისა აღქმული იქნება ბირთვულ საფრთხედ დასავლეთის მხრიდან, რაც ზრდის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რისკს. შედეგები კატასტროფული იქნება!”

* დასავლეთი საბოლოოდ დაადგა სატანის გზას, რომელსაც კაცობრიობა აპოკალიფსის მიმართულებით ჰყავს.

შენიშვნა: ამ სტატიის ეს ბოლო წინადადება ვარსკვლავით იმის გამო აღვნიშნე, რომ ისიც პოლიტიკურ საზეპიროთა რიგს განეკუთვნება.

ვ. კ.                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here