Home ახალი ამბები მსოფლიო საუდის არაბეთი ენერგომატარებლებით დოლარის გარდა სხვა ვალუტებითაც ივაჭრებს

საუდის არაბეთი ენერგომატარებლებით დოლარის გარდა სხვა ვალუტებითაც ივაჭრებს

98

ერრიადმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ოფიციალურად ღიაა ნავთობისა და ბუნებრივი აირით ვაჭრობისას აშშ დოლარის გარდა სხვა ვალუტებში ანგარიშსწორებისთვის, _ წერს ტელეგრამარხილიგა ჯენტლმენოვ” (@TheLeagueOfGentlemen) სააგენტობლუმბერგისინფორმაციაზე დაყრდნობით.

დაუშვებს თუ არა ამას აშშ?

ნავთობის უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიბმული დოლართან, ცდილობს, განამტკიცოს ურთიერთობა საკვანძო სავაჭრო პარტნიორებთან, მათ შორის ჩინეთთან.

საუდის არაბეთის სამეფო არის 1970-იან წლებში დაარსებული ნავთობდოლარის სისტემის ხერხემალი, რომელზეც დამოკიდებულია ფასწარმოქმნა ნედლი ნავთობის ექსპორტისას აშშ-ის ვალუტაში.

2022 წელს ერ-რიადში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის ვიზიტისას ორი ქვეყანა შეთანხმდა ენერგეტიკულ პოლიტიკაში კოორდინაციის გაძლიერებაზე. ვიზიტისას სიმ განაცხადა, რომ ჩინეთი შეეცდება, შეიძინოს მეტი ნავთობი საუდის არაბეთიდან და გადაიყვანოს ეს ვაჭრობა იუანებში.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here