საფრანგეთში პოლიციელის მიერ მოზარდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული არეულობა შვეიცარიასა და ბელგიაშიც გავრცელდა. ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია) აქციის მონაწილეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა პოლ გოლდინგმა განაცხადა.
„გასულ ღამეს, საფრანგეთში დაწყებული არეულობები და ძარცვა შვეიცარიასა და ბელგიაშიც გავრცელდა. ქალაქ ლოზანაში მაღაზიები გაძარცვეს და მოხდა შეტაკებები მეამბოხეებსა და სპეცრაზმს შორის“, – წერს გოლდინგი ტვიტერზე.
არც საფრანგეთში ჩაუვლია ღამეს მშვიდობიანად. აქციის მონაწილეები ავტომატური საბრძოლო იარაღიდან ისროდნენ და გამოიყენეს ასაფეთქებელი ნივთიერებები. სიტუაციის დასარეგულირებლად ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ჯავშანტრანსპორტიორები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამით დაკავებულთა რაოდენობამ 450 ადამიანს გადააჭარბა, – იტყობინება სააგენტო France-Presse.
არეულობები 28 ივნისს დაიწყო. ადგილობრივმა პოლიციამ შავკანიან მოზარდს ესროლა, როცა ის მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი გადადო. აქციის მონაწილეებს 2022 წელს უკრაინისთვის გადაცემული იარაღი აღმოაჩნდათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „Царьград“ ავრცელებს.