Home ახალი ამბები საქართველო სანამ მეხუთე კოლონას ლაგამს არ ამოვდებთ, მანამდე არაფერი გვეშველება!

სანამ მეხუთე კოლონას ლაგამს არ ამოვდებთ, მანამდე არაფერი გვეშველება!

247

მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილიდან გამომდინარე, ღია პასუხი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, კაპიტან ეკა გიგაურს, ნაცდამცველ ნინო ლომჯარიას, პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილსა და  არასამთავრობო სექტორს, ანუ ე.წ. მეხუთე კოლონას საქართველოში!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ახლახან „წასულმა“ მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს „სტრატეგიულ მოკავშირე“ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს,   ღია წერილი მისწერა… წერილი, რომელიც ბოლომდე არც კი წაუკითხავს ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების აპოლოგეტ აშშ-ის სახეს (თუ ასე თქმა უპრიანია). თუმცა, რაც წაიკითხა, იმით აღშფოთებულმა, გნებავთ, გაცოფებულმა დედაკაცმა, საქართველოს შეურაცხმყოფელი არაერთი განცხადება გააკეთა, რომელზეც, ჩემი აზრით, ჯეროვანი პასუხი ვერ გასცა თავის დროზე საქართველოს ნაკრებისა და  შვეიცარიის  წამყვანი კლუბების _ „გრასჰოპერისა“ და „ციურიხის“ გოლეადორმა, რომელიც დღეს  „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ანუ ხალხის მიერ არჩეული პირია.

უცხოელის მხრიდან ქართველი დეპუტატის  შეურაცხყოფა  ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფას ნიშნავს და, უწინარესად, ჩვენ, რიგითი ქართველები,  რბილად რომ ვთქვათ, ვართ უკმაყოფილონი.

მიხეილ ყაველაშვილმა  გაბედა, ღია წერილში  ეთქვა, რომ დასავლეთი (მათ შორის, აშშ) ორმაგი  სტანდარტებით მოქმედებს  საქართველოში და მის გარეთაც (პოდლიაკი, არესტოვიჩი, გონჩარენკო, არახამია, კუბილიუსი,  ევროპარლამენტის 310 დეპუტატი და ა.შ.).   ჩვენ უკრაინაში ჩარტერული რეისით დემონსტრაციულად  რომ გაგვეგზავნა მოხალისეები და სოხუმისა და ცხინვალის მიმათულებით მეორე ფრონტი გაგვეხსნა, მოკლე ხანში საქართველო ერთ დიდ მარიოპულად გადაიქცეოდა…

ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და, იმედია, ყოველთვის იქნება საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რისთვისაც მისი მადლიერია (ზემოხსენებული მეხუთე კოლონის გარდა) სრულიად საქართველო.  ფარჩაკ „ქართულ  ოცნებაში“  ერთმა ღარიბაშვილმა ამ საქციელით  დაამტკიცა, რომ იგი სამშობლოს ერთგული და დედაეკლესიის ვაჟკაცი შვილია.

ყაველაშვილის ღია წერილს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა _ ქალბატონი დეგნანისთვის აშშ-ის ორმაგი სტანდარტებით მოქმედების პრეტენზიების წაყენების კვალდაკვალ, პრაქტიკულად,  ყველა აბზაცში მეორდებოდა: „ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე“  და „პარტნიორი“, რომ  „მათი ასეთი ქმედებები საქართველოში ანტიდასავლურ განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს“; რომ „საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას რუსული ნარატივები ხელს ვერ შეუშლის “და ა.შ. ანუ, შეგნებულად თუ შეუგნებლად,  ყაველაშვილიც ორმაგ სტანდარტს იყენებდა _ ერთი შეხედვით, თითქოს აშშ-ის ელჩს მკაცრად აკრიტიკებდა და იქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საუკუნო ძმობას ეფიცებოდა.

არადა, თუ თანამედროვე გეოპოლიტიკაში ოდნავ ერკვევი, უკრაინაში ძმათამკვლელი ომის ფონზე, დროა, საქართველოში ყველამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ამას, ცხადია, ამ ეტაპზე ყაველაშვილის კალიბრის პოლიტიკოსი  ვერ გააკეთებდა, ამიტომ ამ საქმის აღსრულებას შევეცდები მე, თითივით გალოკილი მარტოკაცი, ქართველი ერის სისხლი და ხორცი ხორცთაგანი, რადგან,  ყაველაშვილისგან განსხვავებით, ხელებზე პარტიული ბორკილები არ მადევს და  გასარისკიც ნაკლები მაქვს.

ამა წლის 24 თებერვლის შემდეგ, ანუ იმ დღიდან, როდესაც რუსეთის არმიამ უკრაინაში   სპეცოპერაცია დაიწყო, მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო.

რუსეთი უკრაინაში შეჭრას სპეცოპერაციას უწოდებს და თურმე სამართლიანადაც, რადგან ვლადიმერ პუტინმა ახლახან განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ჯერჯერობით სერიოზული არაფერი გაუკეთებია.  ეს იმ ფონზე, რომ ნახევარი უკრაინა მიწასთან არის გასწორებული.  ადვილი წარმოსადგენია, რა  დარჩება უკრაინისგან, როცა პუტინს იქ სერიოზულ ქმედებებს აიძულებს  უკრაინის „მეგობარი“ კოლექტიური დასავლეთი.

როგორც ავტორიტეტული ექსპერტ-პოლიტოლოგები (მათ შორის რუსეთის „მეგობარი“ დასავლეთიდან) ირწმუნებიან, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა უტყუარი ინფორმაცია, რომ ლუგანსკში შეჭრას დღე-დღეზე აპირებდნენ „ჰუმანიზმით“ ცნობილი „აზოვის“ ფაშისტურ-ბანდერული ნაწილები და პუტინმა მათ, უბრალოდ, დაასწრო. აზოველები ლუგანსკში რომ შეჭრილიყვნენ, დაიწყებოდა ე.წ. ქუჩის ბრძოლები და  მერე დათვლიდნენ დასავლეთის „თავისუფალი“ მედიები დახოცილ ბავშვებსა და გაუპატიურებულ ქალებს…

ლუგანსკში არის ე.წ. ანგელოზთა ხეივანი, სადაც დასაფლავებულები არიან 8 წლის განმავლობაში ბანდერელ  ფაშისტთა  დაბობვების შედეგად დაღუპული ბავშვები. ამის შესახებ დასავლეთის „თავისუფალი“ მედია დღემდე დუმს.   

ისიც საკითხავია, ვის უჭერენ მხარს კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები  _ ბანდერელ ფაშისტთა სამხედრო შენაერთებს, რომლებსაც მკლავზე გერმანელ ფაშისტთა სვასტიკები, აგრეთვე,  გესტაპოელთა  სიმბოლოები_  თავის ქალები _ უკეთიათ და,  ნაცისტთა მსგავსად,   მსვლელობებს ჩირაღდნებით ატარებენ? რა, ამას ვერ ხედავენ დასავლელი „დემოკრატები“? ხედავენ, მაგრამ  მათთვის მთავარია ომი უკანასკნელ უკრაინელამდე, ომობენ კიდეც. და სისხლიანი ფულით იტენიან ჯიბეებს კლოუნები, არახამიები და სხვა ნაძირალები.

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის გაჭიანურება იმის ბრალიც არის, რომ პუტინი უკრაინელ  ხალხსა  და იქ მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს არ წირავს, ამიტომ მიიწევს წინ ნელი ტემპით.

დასავლელი ექსპერტები ამ ჰუმანიზმს რუსეთის სისუსტეს მიაწერენ და უკრაინელ მეომრებს რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაში  არწმუნებენ. ამის გამო რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: _ კი ბატონო, სცადონო და იქვე დასძინა, რომ, რაც უფრო დიდი დრო გავა, მით ძნელი იქნება მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის დასმა. თორემ რაღა დარჩა? რუსი სამხედროები  განუწყვეტელი სარაკეტო დარტყმებით ჯერ ხარკოვს, მერე ოდესასა  და  კიევსაც აიღებენ, ბოლოს კი კალინინგრადთან, რომელთანაც სახმელეთო კავშირი არ აქვს, პატარა დერეფანს  ნატოს წევრი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანაზე (ალბათ,  ლიეტუვაზე) გაჭრიან, რასაც ნატოს შეშფოთების გარდა  სხვა არაფერი მოჰყვება. შემდეგ კი შეიძლება პოლონეთის რიგიც დადგეს… ეს ყველაფერი დასავლელი ექსპერტების პროგნოზებია და არა თქვენი მონა-მორჩილის ნანახი სიზმარი…

პუტინის კიდევ ერთ ფრთიან ფრაზას გავიხსენებ: „რად გვინდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ იქნება“ და იქვე: „ისინი ჩაძაღლდებიან, ხოლო ჩვენ, ვითარცა წამებულები, სამოთხეში მოვხვდებით“.  ასე რომ, ფრთხილად, დასავლეთო,  ფრთხილად! თუ პუტინს ძალიან „გაუტრაქტორებთ“, „წითელ  ღილაკს“ დააჭერს და…  ყველაფერი დამთავრდება.

დავით მხეიძე

P.S. ზემოხსენებულ მეხუთე კოლონას, ქართული ოცნებისხელისუფლების ნებისმიერი ხერხით  დამხობა  განუზრახავს. ამაში კი  ლგბტ-პედერასტული ევროპა-ამერიკის დახმარების იმედი აქვს.  როდესაც უკრაინასა და მოლდოვას ევოკავშირის კანდიდატობა მისცეს და საქართველო ოფსაიდში დატოვეს, ახალგაზრდების არცთუ მცირე რაოდენობა გამოვიდა რუსთაველზე, მაგრამ არაფერი…ეს იყო რევოლუციის მეორე მცდელობა, რომელიც კრახით დასრულდა.  სულ გაყიდულმა პოლიტიკოსებმა ახალგაზრდობის ნაწილი დაარწმუნეს,  სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ ხელისუფლებაში ქოცები არიანო…

ახლა გადამწყვეტი  რაუნდისთვის ემზადებიან. ქოცებმა კი იციან, რომ, შეასრულებენ თუ არა იმ ყბადაღებულ 12-პუნქტიან საშინაო დავალებას, წლის ბოლოს  მაინც არ მოგვცემენ არაფრისმთქმელ სტატუსს და, რომც მოგვცენ, როგორც ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, ქალბატონმა ვიოლა ფონ კრამონმა გვითხრა, ევროკავშირის „მოსაცდელში“დიდხანს მოგვიწევს ჯდომა უკრაინასა  და მოლდოვასთან ერთად“ .

სხვათა შორის, ნატოს წევრი თურქეთი  1999 წლიდან  იმ მოსაცდელში ზის.

12 პუნქტს მეცამეტე არაოფიციალური პუნქტი დაუმატა  ხელმოცარულმა ოპოზიციამ _ „თავისუფლება მიშას, ივანიშვილი საქართველოდან წავიდეს“ და ასე ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნებიო.

არა, ძმაო, სანამ მეხუთე კოლონას ლაგამს არ ამოვდებთ, მანამდე არაფერი გვეშველება!

1 COMMENT

  1. rogorc stalini mokca,dasashlelia 5kolona,liberazimi calekavs kvekanas,droa eri tu beri gamococxdldes,romel ar ikos dargveuli kartuli saxlemcipos suveneriteti

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here