Home ახალი ამბები მსოფლიო “საღ გონებაზე არ შემიძლია თქვენს მთავრობაში მუშაობის გაგრძელება”  _ დიდ ბრიტანეთში უკვ...

“საღ გონებაზე არ შემიძლია თქვენს მთავრობაში მუშაობის გაგრძელება”  _ დიდ ბრიტანეთში უკვ ხუთი მინისტრი გადადგა

52

პარტიული კრიზისის ფონზე 6 ივლისს გადადგა ბრიტანეთის მთავრობის კიდევ ერთი წევრი _ სკოლების საკითხების სახელმწიფო მინისტრი რობინ უოლკერი.

უოლკერმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა პრემიერმინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერ ბორის ჯონსონისადმი მიმართვა.

“სამწუხაროდ, ბოლო მოვლენებმა დამანახვა, რომ ჩვვენი შესანიშნავი პარტია, რომლისთვისაც გამოვდიოდი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, გადაიხარა თავისი ძირითადი მისიისგან სახელმძღვანელო პოზიციების საკითხებზე… სამწუხაროდ, შეცდომებმა დაჩრდილა ჩვენი მთავრობის დიდი მიღწევები. მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია ვიფიქრო უფრო უკეთეს ან სასარგებლო საქმიანობაზე, ვიდრე არის ის, რასაც ვასრულებდი, მაგრამ საღ გონებაზე არ შემიძლია საქმიანობის გაგრძელება თქვენს მთავრობაში”, _ დაწერა უოლკერმა.

მანამდე ჯონსონის მმართველობის მეთოდებისადმი უნდობლობის გამო  გადადგომის შესახებ განაცხადეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებმა _ რიში სუნაკმა და საჯიდ ჯავიდმა. მოგვიანებით  ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ბავშვებისა და ოჯახის საკითხების მინისტრმა უილ კუინსმა და იუსტიციის მინისტრმა ვიქტორია ატკინსმა.

ლუკა მაისურაძე

P.S. ბოლო დღეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია კონსერვატორების 5 დეპუტატის საქციელმა _ იმრან ხანი, ბობ რობერტსი, დევიდ ვარბერტონი, ნილ პერიში და კრის პინზერი სექსუალურ შევიწროებასა და  პედოფილიაში, აგრეთვე, პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას პორნოფილმის ყურებაში ამხილეს. ამან კიდევ უფრო შელახა ბორის ჯონსონისა და კონსერვატიული პარტიის რეპუტაცია.

http://www.vera.vesti.ru/article/2831860

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here