Home ახალი ამბები მსოფლიო საფრანგეთის აფრიკული მიზნები: მაკრონი რეგიონზე ჩინეთისა და რუსეთის გავლენის შემცირებას შეეცდება

საფრანგეთის აფრიკული მიზნები: მაკრონი რეგიონზე ჩინეთისა და რუსეთის გავლენის შემცირებას შეეცდება

59

ემანუელ მაკრონმა 25 ივლისს დაიწყო აფრიკული ტურნე, რომელიც 3 ქვეყანას მოიცავს. ეს პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით არჩევის შემდეგ მაკრონის პირველი ვიზიტია აფრიკაში. ის შეეცდება, გადატვირთოს პარიზის პოსტკოლონიური ურთიერთობა შავ კონტინენტთან, _ წერს France Prese.

მაკრონის ვიზიტმა სტარტი აიღო კამერუნში, შემდეგ  ის ეწვევა ბენინს დააფრიკულ ვოიაჟსგვინეაბისაუში დაასრულებს.

მოლაპარაკებების დღის წესრიგის ცენტრში იქნება სურსათ-სანოვაგით მომარაგება, რადგან აფრიკის ქვეყნებს პროდუქტების დეფიციტი ემუქრებათ უკრაინაში შექმნილი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით, მარცვლეულის. ტურნეს ფარგლებში უსაფრთხოებასაც დიდი ყურადღება დაეთმობა, რადგან საფრანგეთი ემზადება ბენინიდან ჯარის გამოყვანის პროცესის დასასრულებლად და რეგიონის ყველა ქვეყანა ცდილობს, თავიდან აიცილოს ადგილობრივი ისლამისტი “ბოევიკების” გააქტიურება. საფრანგეთი, ასევე, შეშფოთებით ადევნებს თვალს აფრიკაში კონკურენტი სახელმწიფოების გამოჩენას, რომლებსაც სურთ, ფეხი მოიკიდონ იმ რეგიონში, რომელსაც პარიზი თავისი გავლენის სფეროს ნაწილად მიიჩნევს. კონკურენტთა შორისაა თურქეთი, აგრეთვე, ჩინეთი და რუსეთი.

კამერუნში, სადაც არ ცხრება ეთნიკური დაპირისპირებები, მაკრონი შეხვდა 89 წლის პრეზიდენტ პოლ ბიიეს, რომელიც ქვეყანას 40 წელიწადი მართავს. შემდეგ საფრანგეთის სახელმწიფო მეთაური ეწვევა ბენინს, ტურნეს კი დაასრულებს გვინეა-ბისაუში, სადაც პოლიტიკური კრიზისია.

მაკრონმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რეგიონში საფრანგეთის როლის გადაფასება-გააზრება შემოდგომაზე დასრულდება და მეხუთე რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების იქ განლაგება კვლავ “სტრატეგიულ აუცილებლობად რჩება”.

გამოცემა eadaily.com-ი იუწყება, რომ მალიში დისლოცირებული 2400 ფრანგი ჯარისკაცი და ოფიცერი ქვეყანას დატოვებს, რადგან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აღგილობრივი ხელისუფლება მათ უამრავ წინააღმდეგობას უქმნის და სამხედრო მისიის გაგრძელება შეუძლებელია.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here