„ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის პერიოდში, ნაქირავებ ბინაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, ტელესტუდიის მოწყობას აპირებს.
ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა.
სააკაშვილმა 4 თებერვალს კიევის ცენტრში აქციის გამართვაც დაანონსა.
„4 თებერვალს კიევში 12:00 საათისთვის შევიკრიბებით. სავარაუდოდ, ტრადიციულად, შევჩენკოს პარკიდან დავიძვრებით და მაიდანზე დიდი შეკრება იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
პარასკევს, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, ღამის საათებში, 22:00-დან 07:00 საათამდე, შინაპატიმრობა მიუსაჯა.