Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 250-მდე დაქირავებული გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 250-მდე დაქირავებული გაანადგურეს

79

რუსმა სამხედროებმა კონსტანტინოვკაში დაქირავებულების დროებითი დისლოკაციის ადგილი დაბომბეს.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებისას ქვეყანაში 7,1 ათასი დაქირავებული ჩავიდა, დღეს კი კონფლიქტში მონაწილეობს მხოლოდ 2741”, _ იუწყება “რია ნოვოსტი”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კონსტანტინოვკაში განადგურებულია 250-მდე უცხოელი “ბოევიკი”, 7 ჯავშნიანი მანქანა და 12 სპეციალური ავტომობილი.

რამდენიმე დაქირავებული ტყვედ ჩაიგდეს რუსეთის, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მებრძოლებმა _ 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი. მათ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უცხოელი დაქირავებულები არ არიან კომბატანტები და დაქირავებულები; ისინი, პირველ რიგში, დაექვემდებარებიან “დენაციფიკაციას”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here