Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა სამხედროებმა ეუთოს დამკვირვებლებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტები...

რუსმა სამხედროებმა ეუთოს დამკვირვებლებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვეს

68

ვებგვერდი russian.rt.com  იუწყება, რომ ხერსონის ოლქში ნაპოვნია უკრაინის სპეცსამსახურებთან ეუთოს დამკვირვებლების მჭიდრო თანამშრომლობის მტკიცებულებებირუსეთის გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმმა შესაბამისი დოკუმენტები ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის სახლში იპოვა.

დოკუმენტების მიხედვით, ეუთოს მისია სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა უკრაინის სპეცსამსახურების, აგრეთვე, ნატოს ქვეყნების სასარგებლოდ.

“რუსეთის გვარდიის სპეცრაზმელებმა ამოიღეს ყირიმში, აგრეთვე, როსტოვის, სმოლენსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების დისლოკაციის ადგილების ხელით შედგენილი სქემა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეუთოს მისიის თანამშრომლები სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ უკრაინის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ”, _ განაცხადეს რუსეთის გვარდიის წარმომადგენლებმა.

რუსეთში ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ელჩის _ როდიონ მიროშნიკის განცხადებით, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში ნაპოვნია დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელ დაქირავებულთა ყოფნაზე და ამ დოკუმენტებს ტრიბუნალზე გამოიყენებენ. ელჩის თქმით, უცხოელი ინსტრუქტორები გეგმავდნენ უკრაინელი სამხედროების საფორტიფიკაციო ნაგებობებს სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში და უსახავდნენ მათ საბრძოლო ამოცანებს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here