Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გამოჩნდება

რუსეთში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გამოჩნდება

МГИМО-ს რექტორმა ტორკუნოვმა დააანონსა ისტორიის ახალი სახელმძღვანელოს გამოჩენა

96
რუსეთში ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გამოჩნდება

ისტორიის ერთიანი ხაზის ახალი სახელმძღვანელო ყველა რუსული სკოლისთვის 2024 წლისთვის უნდა გამოჩნდეს, – განაცხადა МГИМО-ს რექტორმა ანატოლი ტორკუნოვმა.

„თუ ვსაუბრობთ ყველაზე მნიშვნელოვან და ძალიან რთულ ამოცანაზე, რომელიც ეხება ჩვენი სკოლებისთვის ისტორიის ერთიანი ხაზის სახელმძღვანელოების მომზადებას, მაშინ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მიღებულია საგზაო რუკა, პრიორიტეტულად დასახულია მე-10-11 კლასებისთვის სახელმძღვანელოს მომზადების ამოცანა“, – აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე „რუსეთის ისტორიული საზოგადოება: წლის შედეგები და 2023 წლის გეგმები“.

მისი თქმით, წიგნის შექმნისას სამუშაო ჯგუფი უკვე არსებული სახელმძღვანელოების სამ ხაზს დაეყრდნობა, ხოლო პრიორიტეტული გახდება XX საუკუნე, თანამედროვე ისტორია და უახლესი ისტორიული მოვლენები.

ტორკუნოვმა აღნიშნა, რომ პროექტი ზაფხულისთვის მზად უნდა იყოს.

გასული წლის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა თავის ადმინისტრაციას და მთავრობას გადაედგათ აუცილებელი ნაბიჯები ისტორიის სახელმძღვანელოების ახალი ნაკრების შესაქმნელად. განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა ასევე განაცხადა, რომ უწყება, რუსეთის ისტორიულ საზოგადოებასთან ერთად, ამზადებს ერთიან პროგრამებს ქვეყნის ისტორიის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here