Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლას აპირებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტის ჩაშლას აპირებს

107

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაპოროჟიეს სამხედროსამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრებისთვის სპეციალური საშვების მიცემაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის 30 აგვისტოს კიევმა კვლავ მოაწყო პროვოკაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მუშაობის ჩასაშლელად. ამასთანავე, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტექნიკური კატასტროფის საფრთხეს ქმნიან რეგიონში, _ იუწყება topnews.ru.

როგორც “მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აეს-ის ტერიტორიას, შედეგად ერთი ჭურვი მოხვდა მყარი რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ კომპლექსს. რეგიონში რადიაციის დონე ნორმაშია.

ამასთანავე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Telegram-ი იუწყება, რომ უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს აეს-ს ბომბავდნენ ნიკოპოლის რაიონის ტერიტორიიდან, რომელიც ატომური სადგურის მოპირდაპირე მხარეს, კახოვკის წყალსაცავის ნაპირზეა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფი. ამჟამად სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას შტატიანი თანამშრომლები აკონტროლებენ. მიმდინარეობს მუშაობა აეს-ის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

ამ ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ხელისუფლებას არ სურს სპეცსაშვები გასცეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრების სახელზე და სპეციალისტები იძულებულნი იქნებიან, რეგიონში შესასვლელად საერთო რიგში ჩადგნენ. ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ არ დაეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტებს და მათ ისევე, როგორც ყველას, რიგში ჩადგომა მოუწევთ.

ლუკა მაისურაძე

P.S.  31 აგვისტოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია 14 კაცის შემადგენლობით ზაპოროჟიეში ჩავიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here