Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა უარყო _ სოცქსელში გამოქვეყნდა რაკეტის...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა უარყო _ სოცქსელში გამოქვეყნდა რაკეტის მოძრაობის ვიდეო

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროკოსმოსურმა ძალებმა კრემენჩუკში დაარტყეს იარაღითა და საბრძოლო მასალებით სავსე ანგარს. ეს მასალები და იარაღი უკრაინაში  აშშმა და დასავლეთის ქვეყნებმა ჩაიტანეს, _ იუწყება topnews.

როგორც კონაშენკოვმა განაცხადა, კრემენჩუკში დაიბომბა საგზაო მანქანების ქარხანა და შეიარაღება, რომლებიც უკრაინას გადასცეს და ანგარში ინახებოდა, იგი სრულად განადგურდა. ანგარში შენახული საბრძოლო მასალების დეტონაციამ კი თანამდევი ეფექტი გამოიწვია _ გაჩნდა ხანძარი  მოშორებით მდებარე სავაჭრო ცენტრში, რომელიც არ ფუნქციობდა. ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ რაკეტების დარტყმა განხორციელდა 500 მეტრის დაშორებით ადგილიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა.

 ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here