Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის სრულად აკრძალვის კანონპროექტი შეიტანეს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის სრულად აკრძალვის კანონპროექტი შეიტანეს

83

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა ქვედა პალატაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით სრულად იკრძალება არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდა.

დოკუმენტი კრძალავს ინფორმაციას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ოჯახურ ფასეულობებს და  პოპულარიზაციას უწევს არატრადიციული ურთიერთობების ამსახველ ფილმებს.

დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტი მოამზადეს, აღნიშნავენ, რომ ამჟამად არ არსებობს აკრძალვა ოჯახური ფასეულობების უარყოფის პროპაგანდაზე, მათ შორის კინოთეატრების გამოყენებით.

“უნდა გატარდეს ზომები, მიმართული საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი და ფსიქიკური უზრუნველყოფისკენ, მათ შორის აიკრძალოს ისეთი მოქმედებები, რომლებიც მიმართული იქნება ოჯახური ფასეულობების უარყოფისა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციისკენ”, _ ნათქვამია განმარტებით ბარათში. კანონპროექტის ავტორთა აზრით, ოჯახის, როგორც საზოგადოების ფასეულობის, უარყოფა, უშვილოდ ცხოვრების პროპაგანდა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაცია არანაკლებ სახიფათოა საზოგადოების განვითარებისთვის, ვიდრე ნარკოტიკების, სუიციდისა და ექსტრემიზმის პროპაგანდის, რომლებიც აკრძალულია”, _ ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here