Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთ დღეში 7 ბრიტანული Storm Shadow რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთ დღეში 7 ბრიტანული Storm Shadow რაკეტა ჩამოაგდეს

125
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ერთ დღეში 7 ბრიტანული Storm Shadow რაკეტა ჩამოაგდეს

რუსმა სამხედროებმა ისწავლეს ახლახან კიევის რეჟიმისთვის მიწოდებული შორი დისტანციის Storm Shadow რაკეტების ეფექტურად ჩამოგდება. ამას მოწმობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ანგარიშის მონაცემები სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაჩერეს 7 შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, 3 რადარის საწინააღმდეგო რაკეტა HARM და ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო ამერიკული სისტემა HIMARS-ის 7 რაკეტა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს დღე-ღამეში 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება.

უკრაინელმა სამხედროებმა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით მომარაგებისთანავე დაიწყეს მათი გამოყენება ლუგანსკზე იერიშისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here