Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი რუსულ სამყაროს დაიცავს

რუსეთი რუსულ სამყაროს დაიცავს

116

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია. საკვანძო ამოცანაა რუსეთის წარმოჩენა ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას, _ წერს tsargrad.tv.

რუსეთი არავის მისცემს რუსული სამყაროსა და კულტურის დისკრედიტაციის უფლებას. ამის შესახებ, და არა მხოლოდ, ლაპარაკია უცხოეთში რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციაში. დოკუმენტი მოიცავს 117 პუნქტს, რომლებიც განმარტავს, როგორ განავითარებს რუსეთი ჰუმანიტარულ პოლიტიკას.

დოკუმენტში საკვანძოა კულტურისა და ენის, აგრეთვე, ტრადიციული ფასეულობების დაცვის პუნქტები.

“ჯერ კიდევ ცდილობენ რუსული კულტურის დაკნინებას, რუსული სამყაროს დისკრედიტაციას”, _ ნათქვამია დოკუმენტში.

სულ უფრო ხშირად ცდილობენ ტრადიციების შეცვლას ფსევდოფასეულობებით, მაგრამ რუსები არ აპირებენ, მიჰყვნენ ტრენდებს გლობალიზაციისა, რომელიც გაქრობით ემუქრება ქვეყნებსა და ხალხების კულტურულ თვითმყოფადობას.

სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთის შესახებ ისეთი წარმოდგენის შექმნა, რომ ის უფრთხილდება და იცავს თავის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ სოციალურ-ზნეობრივ ფასეულობებს, რომლებშიც დინამიკურად ვითარდება სოციალურ-კულტურული ცხოვრება ლიტერატურული, მხატვრული და შემოქმედების სხვა სახეობების თავისუფლების, აგრეთვე, აზრთა პლურალიზმისა და ცენზურის არარსებობის პირობებში”, _ აი ეს არის კონცეფციაში საკვანძო ამოცანები.

ამას გარდა, რუსეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას. ლაპარაკია პარტნიორულ სამოკავშირეო ურთიერთობებზე, დაფუძნებულზე “სამართლიან, ღია და არადისკრიმინაციულ” საფუძვლებზე.

ამ პროგრამაში მნიშვნელოვანია პუნქტი ისტორიული სიმართლის დაცვის შესახებ. კონცეფციის შემდგენლები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია რიგი ქვეყნების მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გადაწერის ყველა მცდელობის აღკვეთა”. არ შეიძლება საბჭოთა ხალხის როლის დაკნინება დიად გამარჯვებაში.

პუტინის მიერ დამტკიცებულ კონცეფციაში მოცემულია ორიენტირი _ რომელ ქვეყნებთან ერთად უნდა იაროს რუსეთმა საერთო ვექტორში. დოკუმენტში სიტყვა არ არის ნათქვამი აშშ-ზე. ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან კი მოსკოვს განზრახული აქვს თანამშრომლობის განმტკიცება.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://tsargrad.tv/news/mjagkaja-sila-na-30-stranicah-rossija-namerena-otstaivat-russkij-mir_619091

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here