Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ნორვეგიასთან საზღვაო სივრცეების შესახებ შეთანხმების დენონსაციას აპირებს

რუსეთი ნორვეგიასთან საზღვაო სივრცეების შესახებ შეთანხმების დენონსაციას აპირებს

126

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საერთაშორისო საკითხების კომიტეტს დაავალა, შეისწავლოს რუსეთსა და ნორვეგიას შორის ბარენცის ზღვის სივრცის გამიჯვნის შესახებ შეთანხმების დენონსაციის ან შეჩერების საკითხი, _ იუწყებარია ნოვოსტი”.

ეს შეთანხმება რატიფიცირებული იყო 2010 წელს და, დოკუმენტების მიხედვით, რუსეთმა ბარენცის ზღვის 175 ათასი კვადრატული კმ ნორვეგიას დაუთმო, რათა ამ ნაბიჯს დადებითად ემოქმედა “არქტიკის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაზე”. დღეს კი ნორვეგია ხელს უშლის შპიცბერგენის რუსი მოსახლეობისთვის სასურსათო ტვირთების ტრანზიტს.

28 ივნისს ნორვეგიამ უარი განაცხადა რუსეთის ტვირთების გატარებაზე შპიცბერგენზე რუსული დასახლებებისთვის.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here