Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთი ბრიტანეთს ჰპირდება, რომ პასუხს აგებინებს სევასტოპოლში ტერაქტის მოწყობის გამო

რუსეთი ბრიტანეთს ჰპირდება, რომ პასუხს აგებინებს სევასტოპოლში ტერაქტის მოწყობის გამო

198

რუსეთი შეიმუშავებს პრაქტიკულ ზომებს ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელმაც გარკვეული როლი ითამაშა 29 ოქტომბერს სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში, _ ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს კომენტარში. ამის შესახებ წერს vz.ru.

რუსეთის დიპლომატიური მისიის განცხადებით, 29 ოქტომბრის ტერაქტმა სევასტოპოლში წარმოაჩინა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ჩართულობის ხარისხი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

საელჩომ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო და საზღვაო დარტყმები სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებსა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში მყოფი ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მომზადდა.

რუსმა დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სევასტოპოლში მომხდარი ტერორისტული აქტია და მისი კვალიფიცირება სხვაგვარად შეუძლებელია, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაცია აშკარა მტკიცებულებაა გაერთიანებული სამეფოს სამხედროებისა და სპეცსამსახურების ჩართულობის ხარისხისა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

რუსეთის საელჩოს განცხადებით, ბრიტანეთის დაზვერვა უკვე აღარც მალავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გულუხვად უნაწილებს ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს. გარდა ამისა, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში, რომელსაც უკრაინული ნაცისტური ფორმირებები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებენ. რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, აგრეთვე, განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო რგოლსა და საბრძოლო ქვედანაყოფებში არიან ბრიტანელი დაქირავებულებიგადამდგარისამხედროების, აგრეთვე, მემარჯვენე რადიკალებისა და ნეონაცისტების რიგებიდან.

რუსმა დიპლომატებმა გაიხსენეს ლონდონის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული გეგმები უკრაინისთვის ორი საზღვაო ბაზის აშენების შესახებ ოჩაკოვსა და ბერდიანსკში. ბრიტანეთის მთავრობამ ვერ შეასრულა დასახული გეგმა ბერდიანსკში, ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვში კი სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურა უკვე ამოქმედებულია რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ დივერსიული ოპერაციების მოსამზადებლად.

რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ ბრიტანელი სპეციალისტების მონაწილეობით უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებების გამო რუსეთს არ შეუძლია “შავი ზღვის ინიციატივაში” მონაწილე სამოქალაქო ტვირთების უსაფრთხოების გარანტიების გაცემა და იძულებულია, გაურკვეველი ვადით შეაჩეროს ინიციატივის რეალიზაცია. რუსმა დიპლომატებმა მარცვლეულის გარიგების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა უკრაინასა და მის დასავლელ კურატორებს დააკისრეს.

რუსეთის საელჩოში მიუთითეს, რომ რუსეთისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედს, აგრეთვე, განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებთა სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფის რთულად შეთანხმებული მექანიზმის მოშლის პერსპექტივას ლონდონი არ ითვალისწინებს.

რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ 29 ოქტომბერს ყირიმის სანაპიროზე თავდასხმაში ბრიტანეთის გარკვეული როლის გამო მოსკოვი ლონდონის მიმართ პრაქტიკულ საპასუხო ზომებს შეიმუშავებს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ აღიარებს სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობის “ჩრდილოეთის ნაკადზე” მოწყობილ ტერაქტში და შავი ზღვის ფლოტის ხომალდებისა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმაში სევასტოპოლში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here