ვერძი – არ დაელოდება გემის ჩაძირვას და თავით გადახტება წყალში.
კურო – სწრაფად წერს ანდერძს სადაც ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში ქონება სფლავში ჩააყოლონ. ტყუპები – ტივს აკეთებს ჩუმად.
კირჩხიბი – უკანასკნელ წერილს თვალცრემლიანი წერს – მეგონა დედასთან დამშვიდობებას მოვასწრებდი, ბევრჯერ მიფიქრია ამ დღეზე.
ლომი – ამშვიდებს გარშემომყოფებს და ამაყად ამბობს: ნუ გეშინიათ, მე ბედი არ გამწირავს და ჩემს გვერდით იყავით.
ქალწული – ახლა ამის დრო იყო? ნეტა სახლის დასუფთავება მაინც მომესწრო.
სასწორი – ნუ ნერვიულობთ ხალხო, იქნებ გადავრჩეთ, მაგრამ თუ ჩავიძირეთ გავგიჟდები.
მორიელი – სად გარბიხართ, მაინც ყველა დაიხრჩობით, სიკვდილის შიშით რას ირცხვენთ თავს?
მშვილდოსანი – წყალქვეშა სამყარო თუ მართლა არსებობს, „მაგარ პონტში გავიჩითებოდი“.
თხის რქა – ტყუპებს საწყობში კეტავს, ტივს ითვისებს და მგზავრებს გადარჩენას ფულის სანაცვლოდ სთავაზობს.
მერწყული – სევდიანი უყურებს ცას, რა მშვიდი საღამო იყო და რას ვიფიქრებდიო. თევზები – ორი დღის წინ სუიციდს რომ გადამარჩინეს, სიცოცხლეს შევეგუე და ახლა?