Home ახალი ამბები მსოფლიო როგორ აპირებს კიევი ფინანსური დახმარების მიღებას ევროკავშირში შესვლის შემდეგ

როგორ აპირებს კიევი ფინანსური დახმარების მიღებას ევროკავშირში შესვლის შემდეგ

54

უკრაინა ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბრიუსელისგან დოტაციას მოითხოვს, _ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ. მისი თქმით, ამ საკითხში კიევი ორიენტირებული იქნება ვარშავაზე, რომელმაც ისწავლა ინვესტიციების მიღება ევროკავშირიდან. კულებამ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ იმედოვნებს ევროკავშირის რეფორმირებას, რათა ეს პროცესი მისი ინტერესების შესაბამისად წარიმართოს, _ წერს Russian.rt.ru.

კულებამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება კიევისთვის ძალიან რთული იყო, რადგან დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდათ ევროპელი პოლიტიკოსების დასარწმუნებლად, მათ ეს ნაბიჯი რომ გადაეგათ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალიან ჩქარობს იმის განსაზღვრას, რა როლს შეასრულებს მათი ქვეყანა ევროკავშირში, რადგან სტატუსი, რომელიც მიიღო უკრაინამ, ევროგაერთიანებაში შესვლის გარანტია არ არის. ევროკომისიამ გაზაფხულზე მომზადებულ ანგარიშში 2,7%-ით გააუარესა ევროზონის რეალური მშპ-ის პროგნოზი 2022 წლისთვის, როცა ზამთრის მოხსენებაში ევროკავშირში ნავარაუდევი იყო ეკონომიკის სავალუტო ბლოკის 4%-იანი მატება. ეკონომიკის ზრდის შენელებაზე გაზეთ La Stampa -სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ევროკომისიის ხელმძღძანელის მოადგილემ ვალდის დომბროვსკიმ. მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის გამო ევროკავშირი `უპრეცედენტო ვითარებაში~ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, გაზეთი Financial Times -ი ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო ევროკავშირის ხაზინა სწრაფად ცარიელდება და ბრიუსელს დაგეგმილზე ადრე მოუწევს თავისი 7 წლის ბიუჯეტის გადახედვა.

ამას გარდა, თვით ევროკავშირში უფრთხიან ძალების ბალანსის ცვლილებას. გაერთიანებაში უკრაინის შესვლის გამო კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სადამფუძნებლო შეთანხმების გადახედვისკენაც კი მოუწოდა, რათა უკრაინის მიერთებამ გერმანიის ინტერესები არ დააზიანოს.

შოლცს სურს, კენჭისყრის სისტემა შეიცვალოს ისე, რომ გამოირიცხოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მიერ დამატებითი დაფინანსების მიღება მდიდარი მოკავშირეებისგან.

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეტენზია ევროპულ დოტაციებზე სრულიად თავსდება კიევის ხელისუფლების ლოგიკაში _ კიევი, 30 წელიწადია, დასავლეთის კმაყოფაზეა; მიიჩნევს, რომ ყველა მისი მოვალეა და ყურადღებას არ აქცევს ევროკავშირის გადაკრულ ნათქვამს, რომ მისთვის უკრაინა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც კიევში ფიქრობენ, რადგან, თუ უკრაინა წევრობას მოიპოვებს, ევროკავშირისთვის დიდი შავი ხვრელი გახდება, რომელიც დიდ პრობლემას შეუქმნის თანამეგობრობას.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here