Home ახალი ამბები მსოფლიო Reuters: აშშ სთხოვს OPEC+-ის ქვეყნებს, არ შეამცირონ ნავთობის მოპოვება

Reuters: აშშ სთხოვს OPEC+-ის ქვეყნებს, არ შეამცირონ ნავთობის მოპოვება

56
აშშ სთხოვს OPEC+-ის ქვეყნებს, არ შეამცირონ ნავთობის მოპოვება

ვაშინგტონი სთხოვს OPEC+-ს, არ შეამციროს ნავთობის მოპოვება. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თეთრმა სახლმა ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებაზე უარი განაცხადა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში კი აღნიშნეს, რომ ენერგომატარებლების ფასები უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას. ეკონომიკური ზრდა და მოქალაქეების კეთილდღეობა დამოკიდებულია შავი ოქროს ღირებულებაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს OPEC+-ის ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის უფროსმა ედრიან უოტსონმა. „ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ ოპეკის რაიმე ქმედებაზე, სანამ ოპეკი მათ არ განახორციელებს“.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, OPEC+-ის მიმდინარე შეხვედრაზე, რუსეთი, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ყიდიან ნავთობს, გამოაცხადებენ შავი ოქროს მოპოვების მნიშვნელოვან შემცირებას. ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მოსკოვი და ერ-რიადი დაჟინებით მოითხოვენ დღეში 1-2 მილიონ ბარელს.

გასულ თვეში ალიანსის ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ მოპოვების შემცირებაზე 100 000 ბარელით დღეში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here