Home ახალი ამბები მსოფლიო რეჩ პოსპოლიტა პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებში?

რეჩ პოსპოლიტა პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებში?

399

ოლონეთში ფიქრობენ, რომ რუსეთის შეჩერებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს რეჩ პოსპოლიტის (პოლონეთის სახელმწიფოს სახელწოდება სხვადასხვა პერიოდში) აღდგენა პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებში. ამის შესახებ  წერს  პოლონელი პოლიტოლოგი ომას გჟეგო გროსე გაზეთ  Rzeczpospolita-ში და ჩამოთვლის სამ სცენარს.

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, უკრაინა რუსეთის ფედერაციას თავისი ტერიტორიებიდან აძევებს, მაგრამ ასეთი სცენარის ალბათობა მცირეა  იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინას  საკმარისი მოცულობის  სამხედრო დახმარებას არ უწევს.  

კიდევ ერთი სცენარი არის ცეცხლის შეწყვეტა. ასეთ სცენარს მხარს დაუჭერს ბევრი  ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, მაგრამ ეს ნატოს იმიჯს დაარტყამს, რადგან აგრესორი ქვეყანა არ დაისჯება.  

მესამე სცენარი არის გაჭიანურებული კონფლიქტი  ევროზონაში  კრიზისის  განვითარების  ფონზე. პოლიტოლოგის თქმით, ეს ხელსაყრელია რუსეთისთვის, რომელსაც აქვს დიდი ადამიანური რესურსი და თავისი  ეკონომიკა საშუალებას მისცემს, ომი, სულ ცოტა,  ერთი წლის განმავლობაში აწარმოოს. მთავარი საკითხი კი, პოლიტოლოგის აზრით, არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და უსაფრთხოების მყარი სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთანავე, მისი აზრით, ნატოში უკრაინის სწრაფ შესვლას დასავლეთ ევროპის ქვეყნები დაბლოკავენ, რადგან  „კონტინენტის ორივე ნაწილის გეოპოლიტიკური ინტერესები განსხვავებულია“ (ამას ადასტურებს პუბლიკაციები დასავლურ პრესაში). გროსე გამოსავალს ხედავს პოლონეთისა და უკრაინის შემადგენლობაში რეჩ პოსპოლიტის „აღდგენაში“.  ამ შემთხვევაში, მისი აზრით, ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრების პრობლემა „თავისთავად მოგვარდება“. მან გაიხსენა, რომ ისტორიაში უკვე არსებობდა ლიუბლინის უნია (პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის დიდი სათავადოს კავშირი  მე-16 საუკუნეში, რომელმაც საფუძველი დაუდო  რეჩ პოსპოლიტას – ლ.მ.) .  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის აპარატთან დაახლოებულ  ექსპერტულ  წრეებში  განიხილებოდა უკრაინისა და პოლონეთის კონფედერაციის,  ერთგვარი “ახალი თანამეგობრობის “,  შექმნის იდეა.  ჯერჯერობით ოფიციალურად არავის  დაუდასტურებია,  რომ ეს „სამუშაო“ იდეაა უკრაინისა და პოლონეთის ხელმძღვანელობისთვის, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ის ექსპერტების დონეზე ნამდვილად განიხილება.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://strana.best/articles/analysis/430598-perspektivy-otnoshenij-ukrainy-i-polshi-posle-vizita-zelenskoho-v-varshavu.html

                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here