Home ახალი ამბები მსოფლიო რაზე იმსჯელებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 15 ივლისს

რაზე იმსჯელებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 15 ივლისს

66

სამხედრო ექსპერტმა ალექსეი ლეონკოვმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა, რომელი საკითხების გადასაწყვეტად ჩატარდება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სასწრაფოდ დანიშნული სხდომა, რომელიც 15 ივლისს გაიმართება, _ წერს გამოცემავოენნოე დელო”.

სპეციალისტის განცხადებით, სხდომაზე განიხილავენ სამხედრო გზით უკრაინის კრიზისის საბოლოო გადაწყვეტის საკითხს. ექსპერტმა გაიხსენა, რომ 23 ივნისს აშშ-ში რუსეთის დაყოფის საკითხზე  იმსჯელეს. ექსპერტმა აღნიშნა, რომ დასავლეთს განზრახული აქვს, რუსეთის სახელწოდებით მხოლოდ მისი ევროპული ნაწილი დატოვონ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი უნდა შეიქმნას ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, იაკუტიის, ურალის, ბურიატიის, თათრეთის, ბაშკირტოსტანის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები.  აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებები სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. “უკრაინის დენაციონალიზაციისა და დემილიტარიზაციის გარეშე  დასავლეთი თავის გეგმის შესრულებას შეეცდება”, _ განაცხადა ლეონკოვმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here