Home ახალი ამბები მსოფლიო ქაოსი სან-ფრანცისკოში

ქაოსი სან-ფრანცისკოში

253

კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში ვითარება უკვე ისეთი  ერიოზულია, რომ აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს  ფედერალურ მოხელეებს,  რომლებიც   ქალაქის წარმომადგენლობაში მუშაობენ, ოფიციალურად ურჩევენ, ხშირად არ მივიდნენ ოფისში და იმუშაონ დისტანციურად, – წერს  ტელეგრამ -არხი „Малек Дудаков“-ი.

მიზეზი აღარ არის პანდემია ან ფულის დაზოგვის სურვილი. ეს სან-ფრანცისკოში შექმნილი ქაოსის ფონზე თანამდებობის პირის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის უუნარობაა. ქალაქის ქუჩები გადაჭედილია უსახლკაროებითა და ნარკომანებით, დანაშაულის მაჩვენებელი კი პიკს აღწევს.

დარბევებისა და მაღაზიების ძარცვის ტალღამ უკვე გამოიწვია საცალო ქსელების მასობრივი გადინება. გასულ წლს 95-მა  მსხვილმა საცალო მოვაჭრემ დატოვა სან-ფრანცისკო. ადგილობრივი მოსახლეობაც მასობრივად მიდის – ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა  რაოდენობა 65%-მდე დაეცა, მობილური კავშირგაბმულობის აქტივობა კი ბოლო მშვიდობიანი 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 32%-ია.

სან-ფრანცისკოში 1,2 მილიარდ დოლარად უნდა გახსნილიყო უზარმაზარი ცათამბჯენი Hayes Point-ი, მაგრამ ახლა ის გრანდიოზულ დაუმთავრებელ შენობად იქცევა. დეველოპერი აჩერებს მშენებლობას, რადგან არ სჯერა, რომ შეძლებს მის შევსებას კომპანიების ოფისებით. სან-ფრანცისკოში კორპორაციული ქონების გაქირავების ბაზარი  მესამედით დაეცა და კვლავ განაგრძობს დაცემას.

სასოწარკვეთილი მოსახლეობა ცდილობს, ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. მაგალითად, მეზობელ ოკლენდში, სადაც მოსახლეობას შესთავაზეს, ეყიდათ სასიგნალო საყვირები და მათში ჩაბერვით ებრძოლათ მძარცველებთან, სურთ, მოაცილონ ლიბერალი პროკურორი, რომელიც უარს ამბობს დანაშაულთან ბრძოლაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სან-ფრანცისკოში უკვე გაათავისუფლეს პროკურორი,  მაგრამ დეგრადაციის პროცესი ისე შორს წავიდა, რომ ამან ქალაქს ვერ უშველა. კალიფორნიაში ცხოვრება დაღმა მიექანება – მთელი შტატის  წარუმატებელ შტატად ან ერთ დიდ დეტროიტად გადაქცევისკენ.

  მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/5937

                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here