Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეზღუდვა არ გამორიცხა

პუტინმა უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეზღუდვა არ გამორიცხა

66

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინიდან მარცვლეული გაეტანათ, მაგრამ მარცვლეული გაიტანეს არა განვითარებულ ქვეყნებში, არამედ ევროპაში, _ წერს kommersant.ru.

ვლადიმერ პუტინის თქმით, 87 ხომალდიდან მხოლოდ 2 გაემართა აფრიკაში. რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანა უნდა შეიზღუდოს. ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოელაპარაკება.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაეროს საერთაშორისო პროგრამის ჩარჩოებში, რომლითაც ეხმარებიან ღარიბ ქვეყნებს, დაიტვირთა მხოლოდ ორი ხომალდი, რომლებმაც უკრაინიდან 67 ათასი ტონა მარცვლეული გაიტანეს 2 მლნ ტონიდან.

“ეს მხოლოდ 3 პროცენტია იმ მარცვლეულისა, რომელიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში გაიტანეს. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, როგორც კოლონიზატორი, და ასეთ მოქმედებას განაგრძობს დღესაც. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და კვლავ განაგრძობენ მათ მოტყუებას”, _ დარწმუნებულია ვლადიმერ პუტინი. მისი აზრით, “ასეთი მიდგომის გამო სურსათ-სანოვაგის პრობლემა მსოფლიოში მხოლოდ გამწვავდება და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.

“უნდა დავფიქრდეთ მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების გატანის მიმართულებების შეზღუდვაზე ამ მარშრუტით. მე აუცილებლად დაველაპარაკები ამ თემაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს”, _ განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა.

22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით მოილაპარაკეს მარცვლეულის გატანაზე უკრაინის სამი პორტიდან _ ოდესიდან, ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან. ამ გარიგების წყალობით, უკრაინამ 1 მლნ ტონაზე მეტი პროდუქტის გატანა მოახერხა.

 რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტებიდან გასული გემების მარშრუტები არ შეესაბამება გაეროს მიერ ადრე გამოცხადებულ პროგრამას, რომელიც აზიისა და აფრიკის ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს.

ლუკა მაისურაძე

https://www.kommersant.ru/doc/5548291

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here