Home ახალი ამბები საქართველო პუტინის ძლიერების ქვეშ მოყოლილი დასავლეთის ლიდერები გმინავენ და მიწას ჭამენ

პუტინის ძლიერების ქვეშ მოყოლილი დასავლეთის ლიდერები გმინავენ და მიწას ჭამენ

“ერთ შვილ ხომ მაინც გაგზარდე პუტინთან მეომარია“...

675

არ ვიცი, თქვენ რა გაგახსენათ, მაგრამ  მე  ევროპელი მამების თორმეტმა პუნქტმა ქრისტეს თორმეტი მოწაფე გამახსენა. რა შუაშიაო? –  მკითხავთ. იქაც თორმეტი იყო და აქაც თორმეტია, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ თორმეტმა პუნქტმა ქრისტეს თორმეტი მოწაფე (მოციქული) გაახსენოს კაცს?! იმასაც გააჩნია, რა განწყობით ეკიდები ევროპულ რეკომენდაციებს (დირექტივებს). მე, საერთოდ, ევროკავშირის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, თორემ, ამ ორგანიზაციის მიმართ  სკეპტიციზმი და უნდობლობა რომ მქონდეს, ვინ დამიშლიდა ილფისა და პეტროვის  ,,თორმეტი სკამისგახსენებას? გამახსენდებოდა და მორჩა, მაგრამ აგერ თქვენც ხედავთ, რომ  არ გამხსენებია ეს სატირა და უბედურება, უფალი გამახსენდა თავისი მოწაფეებით.  ისე, იმ თორმეტშიც ერია ერთი უხსენებელი, მაგრამ, მთლიანობაში, მაინც  სად თორმეტი მოციქული და  სად თორმეტი  სკამის ძებნაში დამშვრალი თაღლითი ოსტაპ ბენდერი?! რომ იცოდეთ, უამრავი რამის გახსენება  შეძლებ თორმეტზე  კაბალისტიკითა და ზოდიაქოს ნიშნებით დაწყებული და მიშას ცოლებით (მგონი, ავიდა თორმეტამდე) დამთავრებული.

ჰო, ეს ისე, შესავლის სახით

რატომ მოგვცა ევროპამ მაინცდამაინც 12-პუნქტიანი დავალება? რამე მწყობრი ლოგიკაა ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული თუ, უბრალოდ, ჩამოთვალეს შაბლონური (ევროპული) სისულელეები, რომლებიც, ჯამში, თორმეტი გამოვიდა და თქვეს: სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო გამოცდებზე გავჭედოთო?

გადაავლეთ თვალი ამ დოკუმენტს და დასკვნა თავად გააკეთეთ:

1. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა;

2. სახელმწიფო ინსტიტუტებზე დემოკრატიული ზედამხედველობის ამაღლება და საარჩევნო სისტემის რეფორმა;

3. სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა (რეფორმების პროცესში უნდა იყოს პარტიების ფართო ჩართულობა);

4. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება;

5. დეოლიგარქიზაცია (უნდა აღმოიფხვრას პირადი ინტერესების ეკონომიკურპოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენა);

6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;

7. უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი მედიაგარემო;

8. ლგბტ  ჯგუფების უფლებების დაცვა;

9. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია;

10. გამჭვირვალობა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ყველა დონეზე ჩართვა;

11. იმგვარი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც პრაქტიკულს გახდის ქართველი მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებას;

12. სახალხო დამცველის ახალი კანდიდატურის შერჩევისა და დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე. ეს ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გავლენებისგან.

მოდი, ლატარიის წესით ამოვიღოთ ამ ყოვლად ბანალური და უტვინო ჩამონათვალიდან  ერთ-ერთი. აჰა, ვთქვათ, მეოთხე: „ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება. გავაძლიეროთ ექვსი თვის განმავლობაში ეს სააგენტო. ბოლოს ჩამოვა ევროპელი, ვთქვათ, ფო დე ლაიენი, შეავლებს ხელს ამ სააგენტოს, სადაც მოუნდება (ვთქვათ, კუნთებზე) და… რომ არ მოეწონოს? რომ გვითხრას, არაა ისე კარგად გამაგრებული, მე რომ მომწონსო, სად ვუჩივლოთ – ევროპასა და ამერიკაში მაგას დაუჭერენ მხარს; რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და ასეთი ”ნაყარნუყარი” ქვეყნები ჩვენ არ გვხიბლავს და წინასწარ გვაქვს წაგებული ეგ თამაში.

ერთხელ კიდევ ვცადოთ ეგ უცნაური ლატარია: აჰა, ვთქვათ, მერვე პუნქტი: ლგბტ ჯგუფების ინტერესების დაცვა”. რამდენიც უნდა მოვინდომოთ, შევძლებთ ამ ჯგუფების ინტერესების დაკმაყოფილებას? მივცემთ ხელშეუხებლობის გარანტიებს – ისინი გეიაღლუმების უფლებას მოგვთხოვენ; მივცემთ გეიაღლუმების „უპრაგონოდ“ ჩატარების უფლებას – ისინი შვილების აყვანის უფლებას მოგვთხოვენ; მივცემთ შვილების აყვანის უფლებას – ისინი ტრადიციული ოჯახების გაუქმებას მოგვთხოვენ (საბოლოო მიზანი ხომ ეს აქვთ?!). ჰოდა, რა გამოვა აქედან? ჩამოვა, ვთქვათ, შარლ მიშელი და გვეტყვის: ვერ მიგიციათ მათთვის, მე რომ მაკმაყოფილებს, იმხელა ძალა და თავისუფლებაო. მერე, სად ვუჩივლოთ – ევროპაში, ამერიკაში? ძალიან  სულელურ თამაშში ხომ არ ჩაგვითრიეს, ქართველებს რომ არ გვეკადრება (ყოველ  შემთხვევაში, ადრე რომ არ გვეკადრებოდა) ისეთში?!

”რაღაცა დალპა დანიის სამეფოში!” – ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში იგრძნო ევროპის სიმყრალის სუნი შექსპირმა. მეოცე საუკუნეში ევროპა იმგვარმა ფაშისტურმა სიბინძურემ მოიცვა, შექსპირის უკიდეგანო წარმოსახვაც რომ ვერ მისწვდებოდა. ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალმა მთავარი დამნაშავეები სახრჩობელაზე სათითაოდ ჩამოაკონწიალა, მაგრამ  ევროპელებმა  ”ჩვენი ღირებულებებისძახილი და სხვა ხალხთა, კულტურათა და ცივილიზაციათა ავადმყოფური სიძულვილი ვერ მოიშალეს. ამ  ყოვლისწამლეკავ  უბედურებას გარყვნილების მორევში ჩაძირვა დაერთო, ომელი მართლაც გასცდა ადამიანური წარმოდგენების საზღვრებს და აპოკალიფსური მასშტაბით წამოვიდა მსოფლიოს წასალეკად.

ბაიდენის ერთ-ერთი განცხადება ზუსტად ამის მაუწყებელია: არ მაინტერესებს თქვენი კულტურა და ტრადიციები. ლგბტ უფლებები ნებისმიერ კულტურასა და ტრადიციებზე მაღლა დგას. თქვენ მათ უმცირესობას უწოდებთ, მაგრამ თქვენ ტროგლოდიტები (გამოქვაბულის ბინადართა ერთერთი სახეობა..) ხართ.

საოცარია! ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს შეიყვარებენ, ჯანსაღ შვილებს აჩენენ, ზრდიან, მერე მათ შვილებს ევლებიან თავზე და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ოჯახური ბედნიერებით არიან აღვსილნი, ანუ ადამიანთა მოდგმის გაგრძელების საკრალურ საიდუმლოს არიან ნაზიარებნი, ამ უზნეო და გამოთაყვანებული ბერიკაცის ჭკუით, ტროგლოდიტები ყოფილან, ხოლო ლოგინში მოგორავეკაცებისადა გველებივით გადახლართული და ერთმანეთის გენიტალიების მლოკავიქალებისუფლებები თურმე ყოველგვარ კულტურასა და ტრადიციებზე მაღლა დგას. აპოკალიფსია, აბა, რა არის?!

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც არატრადიციულ სექსუალურ სკანდალში გაეხვია და მთავრობა დაეშალა, რასაც მისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კარიერა, ალბათ, შეეწირება. ეს ის ბორის ჯონსონია, პუტინს  სამკვდროსასიცოცხლო ომი რომ გამოუცხადა, მაგრამ მასთან უთანასწორო ორთაბრძოლაში ლაჩრულად დაეცა. ქართველი მოყმის დედის პერიფრაზით ვერ იტყვის დედამისი:  ერთ შვილ ხომ მაინც გაგზარდე პუტინთან მეომარია.  დღევანდელი დასავლეთის ლიდერთა დედები ვერ იტყვიან ამას – ვერც ბაიდენის, ვერც შოლცის, ვერც მაკრონის, ვერც დუდას და ვერც სხვა რომელიმესი, რადგან ვერ არიან ესენი პუტინთან მეომარნი. მე რომ მესვრით, ის კაცები არა ხართ, დურუ ძიგუას რომ ესვრით, ის კაცები ხართ, წუპაკომამაძაღლებო, თქვენ!” (ჭაბუა ამირეჯიბი, ”დათა თუთაშხია”). რუსმა პოლიტიკოსმა და ოცდამეერთე საუკუნის გამორჩეულმა სახელმწიფო მოღვაწე  ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის პოლიტიკოსთა მთელი ეს უსუსური და  უნიჭო პლეადა, ეს რეგვენიგოლიათები”, რომლებიც მსოფლიოს უბინძურეს ძალებთან (ფაშისტებთან, სატანისტებთან, ტერორისტებთან) სამარცხვინო გარიგებაში აღმოჩნდნენ, პოლიტიკით, დიპლომატიით, ეკონომიკით, ომით, თუ გნებავთ, კაცობითა და ადამიანური ღირსებებით ისე  გააკრა  ბეჭებზე, რომ მისი ძლიერების ქვეშ მოყოლილნი  საცოდავად გმინავენ და მიწას ჭამენ.

გვიანია.

ევროპამ საკუთარ თავს უკვე გამოუტანა განაჩენი, რომელიც შესაძლებელია ნიურნბერგის პროცესზე გამოტანილ განაჩენზე მკაცრიც გამოდგეს. დიდი სამამულო ომითა და ნიურნბერგის ტრიბუნალით სტალინმა და მისმა მოკავშირეებმა ფაშისტი დამნაშავეები დასაჯეს, ევროპა კი იხსნეს. ახლა კი ევროპელ რეგვენთა მიერ საკუთარი თავისთვის ხელმეორედ გამოტანილი განაჩენით ევროპა იღუპება და ჭაობში იძირება. ევროპისთვის გამოტანილ ამ მძიმე განაჩენს უკრაინა და ზელენსკი ჰქვია. სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საქართველო და სააკაშვილიც უწოდონ, რადგან ჩვენც მიგვიძღვის  მოკრძალებული წვლილი ევროპის ნგრევასა თუ თვითნგრევაში. ტყუილად ხომ არ ითქვა, ერთი მხრივ, ტვინარეული და სისხლამღვრეული ”იდენტობის” გამომხატველი, მეორე მხრივ კი ევროპელთა წინაშე მუცელზე ხოხვის სურვილითა და გულისამრევი პროვინციალიზმით გაჯერებული წინადადება, რომელსაც, თავის დროზე, ევროპა ფარისევლური მოწონებითა და ყალბი მხარდაჭერით შეხვდა: ”მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

ვალერი კვარაცხელია

P. S. ქრისტეს თორმეტი მოწაფე მთლად უადგილოდ არ გამხსენებია. იუდას ხელი ურევია ამ საქმეში.  ევროპამ დიდი ხნის წინათ  უარყო ქრისტე და ანტიქრისტეს ეთაყვანა, ამიტომაც ბორგავს კონტინენტზე ღალატი და გამცემლობა, სულმდაბლობა და უზნეობა. ჯერ კიდევ შემორჩენილი მატერიალური კეთილდღეობა  სულის ამოშრობის პროცესს ვერ აჩერებს და ვერც შეაჩერებს. რაღაცა დალპა დანიის სამეფოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here