Home ახალი ამბები მსოფლიო პროტესტი სიმართლის გამო: აშშ-მა ჩაშალა გაეროში რუსეთის გამოსვლა ამერიკული ბიოლაბორატორიების შესახებ

პროტესტი სიმართლის გამო: აშშ-მა ჩაშალა გაეროში რუსეთის გამოსვლა ამერიკული ბიოლაბორატორიების შესახებ

153

ცოტა ხნის წინათ  უსიამოვნო ინციდენტი მოხდა გაეროში  ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის კონვენციის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის გამოსვლისას. როდესაც ლაპარაკი უკრაინაში ამერიკულ ლაბორატორიებს შეეხო, რუსეთის ფედერაციის წარმომაგენელს სიტყვა შეაწყვეტინეს ამერიკის  შეერთებული შტატების საჩივრის გამო. ამის შესახებ  წერს ექსპერტ იური ბარანჩიკის ტელეგრამ -არხი „Юрий Баранчик“- ი.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი სამეცნიერო კვლევების  საბაბით  ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების დამუშავება მიმდინარეობს. საპასუხოდ ამერიკული დელეგაციის სპიკერმა  გამოსვლის შეწყვეტა მოითხოვა იმ მოტივით, რომ რუსების გამოსვლის თემა სხდომის დღის წესრიგს არ შეესაბამებოდა. კონფერენციის თავმჯდომარემ აშშ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და რუს მომხსენებელს სიტყვის დასრულების უფლება არ მისცა.

რომ არა ეს პროვოკაცია, კონვენციის მონაწილეები დეტალურად შეიტყობდნენ, რა ხდებოდა უკრაინაში საიდუმლო ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების კარს მიღმა; შეიტყობდნენ იმ ორმაგი დანიშნულების კვლევების შესახებ, რომლებიც  მოიცავდა საშიში პათოგენების უკანონო შეგროვებას და  შემდგომ მათ მოდიფიკაციას ბიოლოგიური იარაღის აგენტების შესაქმნელად. მათი გამოყენება ოსტატურად იყო შენიღბული  ინფექციური დაავადებების ბუნებრივ  აფეთქებად.

სინამდვილეში  ეს არის ბიოლოგიური ტერორიზმის აქტები, რომლებიც განხორციელდა როგორც უკრაინელი სამხედროების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. კერძოდ, ცნობილია აზიური ტუბერკულოზის ცოცხალი ვირუსით ინფიცირებული ბანკნოტების გადაყრის შემთხვევა  სკოლის შენობაზე ლუგანსკში. ასეთ ექსპერიმენტებს ასევე ადასტურებს უკრაინელი სამხედროების სისხლის ანალიზის  შედეგებ, რომლებშიც  აღმოჩენილია უკრაინისთვის ისეთი ეგზოტიკური დაავადებები, როგორიცაა ყირიმკონგოს ციებ-ცხელება და დასავლეთ ნილოსის ციებ- ცხელება.

სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე  უკრაინაში 50 ამერიკული ლაბორატორია მოქმედებდა, მათგან მთავარი იყო  ლვოვში, ოდესაში, ხარკოვსა და კიევში. რუსეთმა აშშ-ის პროტესტზე განაცხადა, რომ უკრაინაში „კვლევების“  საკითხები დაკავშირებულია  დეზინფორმაციის თემასთან და პირდაპირ ეხება ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციის მანდატს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/11635

                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here