Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონ ევროს...

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონ ევროს მოითხოვს

92

პოლონეთი გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, 1,3 ტრილიონი ევროს გადახდას მოითხოვს. კომპენსაციის რაოდენობა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურმა კომისიამ დათვალა.

როგორც პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ვარშავა ამ საკითხზე ბერლინთან მოლაპარაკებებს აპირებს.

მისივე თქმით, კომპენსაციის ოდენობა „საკმაოდ კონსერვატიული მეთოდოლოგიით გამოთვალეს“, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ რეალურად ეს ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

კაჩინსკის თქმით, გერმანიის ეკონომიკა ამ ოდენობის კომპენსაციის გადახდას „მშვენივრად აიტანს“. მისივე განმარტებით, პოლონეთი ამ თანხის გადახდას არა ერთად, არამედ ნაწილ-ნაწილ, ათწლეულებზე გადანაწილებული გრაფიკით მოითხოვს.

ამავე ღონისძიებაზე გამოსვლისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ „სიმართლის დადგენისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე გერმანიასთან ნორმალური ურთიერთობები შეუძლებელია“.

ბერლინში არაერთხელ განაცხადეს, რომ რეპარაციების საკითხი ამოწურულია. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ პოლონეთის სახალხო რესპუბლიკამ უარი თქვა კომპენსაციის მოთხოვნაზე ჯერ კიდევ 1953 წელს და შემდეგ ეს არაერთხელ დაადასტურა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here