Home ახალი ამბები საქართველო პოლიტიკური ფერისცვალება საქართველოში და… რჩევა ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკური ფერისცვალება საქართველოში და… რჩევა ბიძინა ივანიშვილს

მარცხნივ წახვალ - ამერიკა შეგჭამს, მარჯვნივ წახვალ - რუსეთი შეგჭამს!

580

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ნედ პრაისმა საქართველოს შესახებ მკვეთრი განცხადება გააკეთა: “ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, მაგრამ ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას“.

როგორც ხედავთ, სახელმწიფო დეპარტამენტიდან თითი დაგვიქნიეს იმ საშიში ტენდენციის გამო, რომელიც თურმე საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის საწინააღმდეგო განწყობილებების გაღვივებაში გამოიხატა. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლებას აშშის ელჩის საქმიანობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამოც აუწია ყური: “ელჩ კელი დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას.”

დამეთანხმებით, რომ ამ განცხადებაში აშკარად ჩანს საქართველოს ხელისუფლების თავზე მოგროვებული შავი ღრუბელი. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან გარკვეული შეფასებები მოჰყვა. მოდი, ლატარიის პრინციპით შევარჩიოთ თითო კომენტარი.

გიგი წერეთელი, ოპოზიციის წარმომადგენელი: “მე არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ასეთი განცხადებები კეთდება რუსეთის ან ბელარუსის მისამართით. საქართველოს ხელისუფლებას თუ სურს, ამ რიგში ჩაეწეროს, მაშინ ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს, მაგრამ დასავლეთთან ორმხრივი ურთიერთობისთვის ეს ძალიან ცუდია”.

არჩილ თალაკვაძე, მმართველი პარტიის წარმომადგენელი: “საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა ან შეურაცხყოფა აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც”.

თუ დააკვირდებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა კომენტარებში ახალი არაფერი თქმულა, ამიტომ მათი კომენტარები ვერც რეალობაში ვერ ჩაგვახედებს და ვერც სწორი დასკვნისკენ ვერ გვიბიძგებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნებიდან“ წასულ სამეულს (ხუნდაძე, ყაველაშილი, სუბარი), ისინი პოლიტიკური მოვლენების მიმართ ახლებურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, რომლის  მსგავსი ადრე არ მოგვისმენია. მათი საკმაოდ ვრცელი უსტარიდან ყველაზე საყურადღებო ამონარიდებს გულდასმით თუ გავეცნობით, ვფიქრობ, რომ რეალობასთან ძალიან ახლოს მივალთ:

* „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, ომელმაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა.”

* „მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა: ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში?

* „თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობა.

* „თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე მივიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ამ გზის პერსპექტივას ვერ ვხედავთ… გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.”

*„მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ გარკვეულწილად იმედგაცრუება გამოიწვია, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი.”

*”ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას მოიცავს და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მით უმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი ევროპიდან გაგვაცნეს, რომ უკრაინამ სტატუსი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!”

* სტატუსის არმონიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, ომელმაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა.”

* “რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. უფრო მეტიც, მათ ქვეყანაში ომის პროპაგანდა დაიწყეს და, სამწუხაროდ, ამ რიტორიკას თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში არ გაემიჯნა.”

*არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ასეთი ფაქტი ბევრი იყო.”

*„ალბათ, მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის “შერჩევითი დიპლომატია”, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ “შერჩევით პოლიტიკაზე”.

დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე”?! ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანიამთავარისდამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის, მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მოთხოვნა, თუმცა ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან შეკითხვებზე. ქალბატონმა დეგნანმა ჩვენ მიერ მოყვანილ ფაქტებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაიკითხა. არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს. რაც მიუღებელია თქვენთვის ის მიუღებელია ჩვენთვისაც! რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც!”

* „საქართველომ ყველაფერი გაიღო, რათა ნატოსა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. ჩვენ ამისთვის სისხლი ბევრჯერ დავღვარეთ და უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას აღარ ვაპირებთ.”

* „არ გვინდა, მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კართან ვიდგეთ და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.”

* “არ გვინდა, უცხო ქვეყნები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია საელჩოებში კეთდებოდეს, არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება ხელოვნურად ხდებოდეს.”

უაღრესად დამაფიქრებელი წერილია. ეს არ არის დასავლეთის წინაშე თავის მართლებისა და ბოდიშის მოხდის პოზიცია, ომელსაც ოცდაათი წელიწადის განმავლობაში შევეჩვიეთ. აქ მტკიცე პროტესტის ხმა ისმის. მეტიც, აქ ამბოხისა და ჯანყის ინტონაციები შემოდის. ეს დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა, რაც, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის. აქ ერთ რამეს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება: ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტიიდან გავიდნენ და დღეს დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით ლაპარაკობენ? ესენი თუ მართლა დამოუკიდებელი დეპუტატები არიან, მაშინ ისინი ამინდს ვერ შეცვლიან. მმართველი პარტია მათ გაემიჯნება და ამით დამთავრდება ყველაფერი. მათ წერილებს აღარც ელჩი წაიკითხავს (როგორც, მისივე განცხადებით, დეპუტატ ყაველაშვილის წერილი არ წაიკითხა) და, მით უფრო, არც – სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგრამ ასეა? ამავე წერილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს სამი დეპუტატი სწორედ მმართველი პარტიის ლიდერების პოზიციას გამოხატავს. ამისი თქმის საშუალებას მათი ამ წერილის ის ნაწილი გვაძლევს, სადაც ისინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას ავლენენ:

 “ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება. დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა უპასუხოდ არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისგან… ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა ჯერი ჩვენზეა!”

განდგომილდეპუტატებს ეს რომ არ ეთქვათ, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, ისინი სწორედ იმ პოზიციის გამოსახატავადწამოვიდნენგუნდიდან, რომელსაც ახლა გამოხატავენ, ანუ  ხელისუფლების. ახლა კი, როდესაც ასე საჯაროდ და ხმალამოღებულნი იცავენ ბიძინა ივანიშვილს, ესსაიდუმლობოლომდე გაშიფრულია და ეჭვის ნატამალიც კი არ რჩება, რომ ამ წერილში გამოთქმული პოზიცია ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდისქართული ოცნებისლიდერთა პოზიციაა.

ეს უკვე სერიოზული ამბავია, რომელიც დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობას მართლაც უკიდურესად ძაბავს. რა შეფასება უნდა მიეცეს ამ მდგომარეობას? ვიღაც იტყვის, რომ დასავლეთთან ვითარების დაძაბვა მიუღებელია, რომ ეს მთელი ჩვენი ოცდაათწლიანი ძალისხმევის წყალში გადაყრა იქნება და ა.შ., მაგრამ ვინ აკეთებს ამას, ვინ ძაბავს ურთიერთობას და ვინ ყრის წყალში საქართველოს ძალისხმევასა და სწრაფვას დასავლეთის მიმართულებით? ხაზგასმით უნდა ითქვას – აქ ბიძინა ივანიშვილი დაქართულო ოცნებაარაფერ შუაშია. ვითარებას ერთმნიშვნელოვნად ძაბავს თვითონ დასავლეთი. ქართველ ხალხში დასავლეთის მიმართ სკეპტიციზმისა და უნდობლობის გაჩენის საფუძველი საქართველოს მიმართ დასავლეთის უსულგულო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა; მეტიც, ათეული წლების განმავლობაში დასავლეთის შეურაცხმყოფელი მოქმედება, უსინდისო სიცრუე, ჩვენი ინტერესების ფეხებზე დაკიდება, მუდმივი დაცინვა და აბუჩად აგდებაა (მაპი არა, მაპზე უკეთესი; კანდიდატობა არა, კანდიდატობაზე უკეთესი). ბოლოს და ბოლოს, დასავლეთის მიმართ ჩვენი გაცივების საფუძველი დასავლეთის მომხმარებლური დამოკიდებულებაა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ არავის ახსოვს ჩვენი “ვეფხისტყაოსანი” და “აღმოსავლური რენესანსი”, ჩვენი ღვთაებრივი საგალობლები და ადამიანური ურთიერთობების უნიკალური ფორმები. უფრო სწორად, არავის სჭირდება ეს ყველაფერი. მათ სხვა მიზნები ამოძრავებთ:

* მათთვის მთავარია, საქართველო დაცალონ ეროვნული ვნებებისგან და აშშის კოლონიად ჩამოაყალიბონ;

* მათთვის მთავარია, საქართველო ამერიკელთა სამხედრო პლაცდარმად, იაფი ნედლეულის ბაზად და მომსახურე პერსონალად გადააქციონ;

* მათთვის მთავარია, ოჯახის ინსტიტუტი მოგვაშლევინონ და უარი გვათქმევინონ ილიას მიერ ჩამოყალიბებულ იდეოლოგიურ ტრიადაზემამული, ენა, სარწმუნოება;

* მათთვის მთავარია, მივიღოთ და შევისისხლხორცოთ ლგბტქ+ იდეოლოგია და დაუპირისპირდეთ ათასწლეულბის განმავლობაში ჩამოყალიბებულ საკუთარ რაობას;

* მათთვის მთავარია, მივიღოთ და შევისისხლხორცოთ მათი სპეცსამსახურების ლაბორატორიაში გამოყვანილი პოლიტიკური ვირუსის ახალი შტამირუსოფობია;

* მათთვის მთავარია, უკრაინასთან ერთად, რუსეთს მეორე ფრონტი გავუხსნათ და კოლექტიური დასავლეთის ინტერესების სასარგებლოდ საკუთარი ხალხი საზარბაზნე ხორცად ვაქციოთ.

საქართველოს ხელისუფლება რაკი ამაზე არ მიდის, ამერიკელები მათ მიერ ათასჯერ გამოცდილი მეთოდის გამოყენებით ე.წ. ფერადი რევოლუციის მოწყობას გეგმავენ ხელისუფლების დასამხობად და იმ ლიდერის მოსაყვანად, რომელიც დაუფიქრებლად გაუხსნის რუსეთს მეორე ფრონტს და ასევე დაუფიქრებლად გადაჩეხავს საკუთარ ხალხს  უფსკრულში, ოღონდ შეფებს დასავლეთში – ჯოზეფ ბაიდენს, ოლაფ შოლცს, მანუელ მაკრონს, ანჯეი დუდას, რსულა ფონ დერ ლაიენს და სხვებს ასიამოვნოს. მგვარ სამარცხვინო საქმეთა კეთებაში უზარმაზარი გამოცდილების მქონე სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულთა გამო, მართალია, სასჯელს იხდის, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალება თუ განხორციელდება, მისი გარეთ გამოყვანა და გაპრეზიდენტება ადვილად შესასრულებელი ტექნიკიური დეტალი იქნება. ესაა საკითხის მთელი ფილოსოფია.

ახლა, როდესაც ეს ყველაფერი ვიცით, ახლა, როდესაც ეს ყველაფერი დღესავით ნათელია, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთხელი შევუწყოთ თუ ხელი შევუშალოთ დასავლეთს მისი ამ ვერაგული ჩანაფიქრის განხორციელებაში? ვფიქრობ, რომ ასეთი შეკითხვაც კი არ უნდა დაისვას. რაკი საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავში არამხოლოდ შექმნილი ვითარების გაცნობიერების, არამედ დასავლეთის ამ ვერაგული ჩანაფიქრისთვის წინ აღდგომისა და მისი შეკავების ძალაც აღმოაჩინა, თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ, რომ ხელისუფლების ამ განწყობას ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ქვეყანა უდიდესი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ფერისცვალების წინაშე დგას. ეს ის შემობრუნება იქნება, რომელიც საქართველოს ფიზიკურ და სულიერ გადარჩენას დაედება საფუძვლად:

* ნელნელა, მაგრამ ჯიუტად მჟღავნდება ის, რაც ოცდაათი წელიწადის მანძილზე საგულდაგულოდ იყო დამალული ქართველი ხალხისთვის;

* დღის სინათლე ეფინება კოლექტიური დასავლეთის უბოროტეს ზრახვებს საქართველოს მიმართ;

* ფარდა ეხდება კოლექტიური დასავლეთის ეპოქალურ სიცრუეს, რომლითაც გაჟღენთილი და გაჯერებულია ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ცნობიერება;

* იშიფრება ქართველ პოლიტიკოსთა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და ჟურნალისტთა მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებანი, ომლები ხალხში გლობალური დაბნეულობის შეტანისკენ და საზოგადოებრივი აზრის დეფორმირებისკენ იყო მიმართული.

ამ ვითარებაში ქართველმა ხალხმა, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, ოპოზიციის ნიღაბს ამოფარებულ დასავლეთისმეხუთე კოლონასქვეყნის გარედან მიღებული უბინძურესი დავალების განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანებოს.

მალე ყველაფერს თვისი სახელი დაერქმევა. კი, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არსებობს უზარმაზარი საფრთხეც. კოლექტიურ დასავლეთსა და მათ სპეცსამსახურებს მძლავრი ბერკეტები გააჩნიათ იმისთვის, რომ ივანიშვილსა და მისი გუნდის ლიდერებს, რომლებიც დასავლეთს აუჯანყდნენ და უარი განაცხადეს მათ წინაშე თავის დადრეკით დგომაზე, უკან დაახევინონ. ეს სრული კატასტროფა იქნება. ეს იმის წინაპირობას შექმნის, რომ ივანიშვილსა და მის გუნდს რუსეთისთვის ომის გამოცხადება მოუწევთ. იმედია, ისინი ამ სისულელეს არ ჩაიდენენ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათი მდგომარეობა ზღაპრებში გადმოცემულ იმ მძიმე რეალობას დაემსგავსება, თანამედროვე პერიფრაზით, დაახლოებით ასე რომ ითქმის: მარცხნივ წახვალ ამერიკა შეგჭამს, მარჯვნივ წახვალ რუსეთი შეგჭამს!

ვალერი კვარაცხელია

P.S. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში შექმნილ ამ მძიმე ვითარებას, მისი ჭკუით, ალღო აუღო და ისეთისიბრძნეგადმოაფრქვია, საქართველოს ეროვნული განძის გამტაცებელ და ემიგრაციაში გაქცეულ მის მენშევიკ წინაპრებსაც რომ შეშურდებოდათ: “ხელისუფლება როცა ლანძღავს ელჩებს, როცა ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საით მივდივართ. რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე, რამე არ ვთქვათ და, ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ?!”

ივანიშვილს ახლა ისე უჭირს, არ მინდა გული ვატკინო, მაგრამ ერთი რჩევის მიცემისგან თავს ვერ ვიკავებ: ჩემო ბიძინა, მომავალში საპრეზიდენტოდ ვინმე რომ მოგეწონება (აი, იმ პრინციპით, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი რომ მოგეწონა), , მაშინ უნდა მიხვდე, რომ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებ. ერთი სიტყვით, რომ მოგწონს იმ კონტინგენტიდან ნუ დაგვასვამ ვინმეს თავზე პრეზიდენტად, რომ არ მოგწონს და თვალში რომ არ მოგდის იმ კატეგორიიდან შეარჩიე ვინმე და, გარწმუნებ, გაცილებით უკეთესი არჩევანი გამოგივა. დამიჯერე, შენი რა მიდის. თუ გაამართლა ამ პრინციპმა, ხომ კარგი, თუ არადა, მომავალი პრეზიდენტი ამ ორზე უარესი მაინც ვერ იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამათზე უარესი ბუნებაში არ არსებობს.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here