Home ახალი ამბები მსოფლიო Politico: ილონ მასკი პუტინის დესპანია დასავლეთში

Politico: ილონ მასკი პუტინის დესპანია დასავლეთში

165

 ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარმოადგინა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დესპანია. ამ ინფორმაციას ავრცელებს Pravda.ru.

მოცემულ მომენტში ვაშინგტონმა არ იცის, რით დასრულდება სპეცოპერაცია უკრაინაში, რადგან დასავლეთის ქვეყნების ყველა მცდელობა, შეეშინებინათ მოსკოვი, ჩაფლავდა.

პუტინი ისეთი დესპანების გამოყენებით, როგორიც არის ილონ მასკი, ცდილობს, აიძულოს დასავლეთი, დათანხმდეს რუსეთის პირობებს. მასკის პირით ის გვთავაზობს შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს კონფლიქტს მისი პირობებით”, _ განაცხადა ჰილმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

პოლიტოლოგის აზრით, ეს არ არის რუსეთის არმიის უბრალო სპეცოპერაცია. ეს არის კონფლიქტი, რომელშიც მონაწილოებენ დიდი სახელმწიფოები. ჰილი დარწმუნებულია, რომ შექმნილი ვითარება არსებული მსოფლიო წესრიგის დასასრულია.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here