Home ახალი ამბები მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ევროპული სტრუქტურა და უკრაინის გარკვეული წრეები ცდილობენ ლგბტ  თემის...

ომის დროს სხვადასხვა ევროპული სტრუქტურა და უკრაინის გარკვეული წრეები ცდილობენ ლგბტ  თემის სრული ლეგალიზაციის საკითხის გატანას. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებულების გამო უკრაინის ხელისუფლება ახლა ვერ შეძლებს ამ  სურვილის იგნორირებას, – წერს  strana.ua.

149
პარლამენტს სთავაზობენ ერთი და იმავე სქესის პირთა პარტნიორობის დაკანონებას, მაგრამ დეპუტატები ჯერ მზად არ არიან

უკრაინაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ში გამოქვეყნებულმა  სტატიამ, რომელშიც პორტალ  LGBT Military-ზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 50 000 ლგბტ ჯარისკაცი მსახურობს.

უკრაინელმა არატრადიციული ორიენტაციის სამხედროებმა კომენტარებში იმედი გამოთქვეს, რომ მათი აქტიური მონაწილეობა ომში, აგრეთვე,  ჰომოფობიის, როგორც „ტრადიციულად რუსული ღირებულების“,  აღქმა უკრაინელ საზოგადოებაში გამოიწვევს ტოლერანტობის გაზრდას ერთი და იმავე სქესის პირთა ურთიერთობების  მიმართ.

საიდან გაჩნდა რაოდენობა „50 ათასი ლგბტ ჯარისკაცი“ და როგორ დასტურდება ეს, არც ისე ნათელია.

გამოცემაStrana-ს მიერ გამოკითხული სამხედროები ამბობენ, რომ თავიანთ რიგებში, პრაქტიკულად, არ ხვდებიან ასეთ ადამიანებს. სანგრებში სექსუალური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არ არის მაღალ დონეზე – მოწინააღმდეგეს  იქ მხოლოდ „პიდორებს“ უწოდებენ.

სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება ჯარისკაცული „ზღაპარი“ იმის შესახებ, როგორ დაეჭვდა უკრაინელი მებრძოლი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ლგბტ ადამიანების დიდ რაოდენობაში, რის შემდეგაც მის მეთაურებს „წამოარტყეს“ და ისინიც იძულებულნი შეიქნენ, „ზევით“ დაეწერათ შემდეგი შინაარსის ახსნა-განმარტება: „მითითებული მებრძოლის ნათქვამს უკრაინის არმიის რიგებში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მცირე რაოდენობის შესახებ მცდარი აზრის ღრმად სუბიექტურ და არაწარმომადგენლობით გამოხატულებად მივიჩნევთ, რადგან  ომის დაწყებიდან დღემდე ასეთი მებრძოლი შტაბში არასოდეს ყოფილა“.

ამასთანავე, ასეთი სტატიის გამოჩენა პირველი მაგალითი არ არის იმისა,  როგორ ცდილობენ ომის დროს სხვადასხვა ევროპული სტრუქტურა და უკრაინის გარკვეული წრეები ლგბტ თემის სრული ლეგალიზაციის საკითხის გატანას. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებულების გამო უკრაინის ხელისუფლება ახლა ვერ შეძლებს ამ სურვილების იგნორირებას.

ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი უკრაინაში  ერთი და იმავე სქესის პარტნიორების დისკრიმინაციის შესახებ ქორწინების საკითხზე.

The Telegraph-ის აღნიშნული სტატია ერთი და იმავე სქესის  პირთა  შორის ურთიერთობის ლეგალიზაციის მოწოდებასაც შეიცავს.  სტატიაში ნათქვამია, რომ ლგბტ მებრძოლების  მთავარი პრობლემა არის ურთიერთობების ლეგიტიმაციის შეუძლებლობა და, შესაბამისად, ომში დაღუპული პარტნიორის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, სამედიცინო ან დაკრძალვის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 უზენაეს რადაში მარტიდან დევს  ფრაქცია „გოლოსის“ წევრ ინა სოვსუნის ხელმძღვანელობით დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეგისტრირებული პარტნიორობის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც, ინიციატორების თქმით, დაეხმარება ლგბტ წყვილებს, მიიღონ „უკრაინის ყველა სხვა მოქალაქე მამაკაცისა და ქალის თანაბარი  უფლებები“.   საინიციატივო ჯგუფში ასევე შედიან „ხალხის მსახურის“ მონოუმრავლესობის წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის პარტიის ხელმძღვანელი ელენა შულიაკი, რამაც თეორიულად უნდა გაზარდოს საკანონმდებლო აქტის მიღების შანსი.

წყაროები  დეპუტატთა კორპუსიდან ამბობენ, რომ სოვსუნის ჯგუფის კანონპროექტს ჯერ მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს, თუ ხელისუფლება თვითონ შეიტანს მსგავს პროექტს, რომელზეც უკვე ხმები დადის ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების ლეგალიზების მოწინააღმდეგეებში და რომელსაც  რეგისტრირებული პარტნიორობის დაწყების ამჟამინდელი მცდელობის საბოლოო მიზნად მიიჩნევენ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ 

                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here