Home ახალი ამბები მსოფლიო NYT: ბაიდენსა და ზელენსკის შორის უნდობლობაა

NYT: ბაიდენსა და ზელენსკის შორის უნდობლობაა

206

მასალის ავტორის აზრით, უკრაინაში “სახალისო ამბები” ხდება.

ამერიკის პრესაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის წარმოქმნილ უნდობლობაზე ალაპარაკდნენ, _ წერს ჟურნალისტი ტომას ფრიდმანი The New York Times ს-ში.

ფრიდმანი აკრიტიკებს ტაივანზე ჩაფრენილ ამერიკელ მაღალჩინოსან ქალ ნენსი პელოსის. ფრიდმანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს უგუნურს უწოდებს და თავისი ნათქვამის ასახსნელად უკრაინაში შექმნილი ვითარება მოჰყავს.

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტმა შეიძლება საშიში სიურპრიზები მოიტანოს, პელოსი კი ტაივანზე ყველაზე ცუდ დროს გაემგზავრა. “თეთრ სახლსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის სერიოზული უნდობლობაა, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ვიცით”.

ფრიდმანს მიაჩნია, რომ უკრაინაში “სახალისო ამბები” ხდება, მათ შორის უკრაინის გენპროკურორისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მიმართ.

გიორგი გაჩეჩილაძე

www.topnews.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here